ტენ ჰაგი: შემადგენლობის გაძლიერება გვჭირდება, საკმარისი ფეხბურთელები არ გვყავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.

"შემადგენლობის გაძლიერება წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ღრმა შემადგენლობა გვჭირდება.

ამ სეზონში ტრავმების გამო უამრავი ფეხბურთელი დავკარგეთ, ახლა კი ვართ სიტუაციაში, როდესაც ერთ პოზიციაზე არც ერთი მოთამაშე არ გვყავს, უბრალოდ, არჩევანი არ გვაქვს. ამ სეზონში მარცხენა მცველის პოზიციაზე ლუკ შომ 15 თამაში ჩაატარა, ტაირელ მალასიამ კი - არც ერთი, რადგან მთელი სეზონია ტრავმირებულია", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის
სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. ტენ ჰაგის გუნდმა ორი ტურის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი ოფიციალურად დაკარგა.

alt"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტენ ჰაგის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

altბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდში თამაშობს" - ტენ ჰაგი მაგუაიერზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული