კიდევ ერთი წელი "რეალში"? - ნაკრებში დაბრუნებულ კროოსს მადრიდელები ახალ წინადადებას უმზადებენ

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "რეალი" გუნდის ნახევარმცველ ტონი კროოსს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს.

მოგეხსენებათ, 34 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ის ევრო 2024-ზე ითამაშებს.

ვეტერან შუახაზელს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და არაერთხელ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს.

საბოლოო გადაწყვეტილება თავად კროოსზე იქნება და ის პასუხს ალბათ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე იტყვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული