იტალია. სერია A. XXI ტურის წინ: სენსაციების მოლოდინში

AutoSharing Option
ფოტოზე: "სამპდორია" "ტორინოს" ესტუმრება და წესით, სამუელ ეტოოს დებიუტი უნდა ვიხილოთ

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 21-ე ტურში გრანდთა დაპირირებას ვერ ვიხილავთ, მაგრამ ჩემპიონატი ისეთ ფაზაში შედის, რომ თამაშების უმრავლესობა ძალიან საინტერესოა.

"იუვენტუსი" წინ გაიჭრა, ამ უქმეებზე კი "უდინეზეს" ესტუმრება.

ორი ბიანკონერი
ბოლო ტურებში, "იუვენტუსს" შედარებით იოლი კალენდარი ჰქონდა, ვიდრე "რომას" და ამით, კარგად ისარგებლა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მდევარს მთელი შვიდი ქულით გაექცა, ეს კი მეტად საშიში დისტანციაა. პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცებას უდინეში მოგება სჭირდება, მაგრამ იოლად დანებებას, რაც ანდრეა სტამაჩონის შეგირდები
აპირებენ.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ორივე მწვრთნელი ნაცად ტაქტიკას აირჩევს და ფეხბურთელების შერჩევისას ექსპერიმერნტებს მოერიდება. "უდინეზეს" ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ეყოლება და ის ანტონიო დი ნატალე გახლავთ.

ფრიულელები საიმედოდ გაამაგრებენ ცენტრს და შეეცდებიან, რომ ანდრეა პირლოს, არტურო ვიდალს და პოლ პოგბას გასაქანი არ მისცენ; ურთულესი მისიაა, მაგრამ წინასწარ ნუ გავწირავთ მასპინძლებს.

ალეგრი შუახაზში ხსენებულ ტრიოს გაამწესებს, მათ წინ სავარაუდოდ, რობერტო პერეირა გაირჯება, შეტევის წინა ხაზზე კი კარლოს ტევესი და ალვარო მორატა. ამ უკანასკნელის შანსებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც იტალიის თასზე "პარმას" გადამწყვეტი გოლი გაუტანა.

ორი "ბიანკონერის" დაპირისპირება წესით საინტერესო უნდა გამოვიდეს და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სავარაუდო შემადგენლობები
უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - ერტო, დანილო, პირისი - ვიდმერი, ალანი, გილიერმე, ფერნანდესი, პასკუალი - ტერო - დი ნატალე
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი - ვიდალი, პირლო, პოგბა - პერეირა - ტევესი, მორატა

რა შედარებაა
როგორც აღვნიშნეთ, "რომამ" რთული კალენდარი გამოიარა - "ფიორენტინასთან" გასვლა, დედაქალაქური დერბი, სიცილიაში სტუმრობა და ამ ყველაფრის შემდეგ, "ემპოლის" მასპინძლობა შედარებით მარტივი ჩანს.

მართალია, ტოსკანელებს კერკეტი გუნდი ჰყავთ და იოლად არაფერს თმობენ, რომ ამ წყვილში უდავო ფავორიტი სწორედ "ჯალოროსია".

მიუხედავად იმისა, რომ "რომა" ლიდერს კარგა გვარიანად ჩამორჩა, რუდი გარსია იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ მის გუნდს სკუდეტოს მოპოვების კარგი შანსი რჩება. ამ მოსაზრების გასამტკიცებლად, "ემპოლის" დამარცხება აუცილებელია და შესაბამისად, მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

დიდი ალბათობით, "რომა" ხუან იტურბეს, ადემ ლიაიჩის და ფრანჩესკო ტოტის ტრიოთი შეუტევს, ჟერვინიო კი თადარიგში დარჩება. "რომას" ნახევარდაცვაში უჭირს, რადგან დანიელე დე როსი და კევინ სტროტმანი დაშავებულნი არიან. შესაბამისად, "ემპოლის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ - "გაძეტას" ვერსიით, შუა ხაზს მირალემ პიანიჩი, რაჯა ნაინგოლანი და ლეანდრო პარედესი გაამაგრებენ.

ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო "ემპოლის" სავარაუდო შემადგენლობაა - ლევან მჭედლიძე ძირითადში მოიაზრება.

სხვები
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები ძირითადად, აუტსაიდერებს ეთამაშებიან. მაგალითად, "ლაციო" "ჩეზენას" ესტუმრება და წესით, მორიგი სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში.

დაახლოებით იგივე სირთულის პაექრობა ელის "ნაპოლის", რომელიც ვერონაში "კიევოს’ ესტუმრება.

ყურადღების ცენტრში იქნება "სან სირო", სადაც "მილანი" "პარმას" უმასპინძლებს - საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება "როსონერის" კრიზისი.

"ინტერი" "სასუოლოს" ყოველთვის ჩაგრავს - არადა, "ნერივერდეს" პრეზიდენტი ბავშვობიდან "მილანის" გულშემატკივარია და "ნერაძურის" წაქცევაზე მას შემდეგ ოცნებობს, რაც მისი გუნდი ელიტაში აღზევდა; ბედის ირონიით, "სასუოლომ" "მილანი" არაერთხელ დაამარცხა, "ინტერთან" კი საშინელი სტატისტიკა აქვს, ორჯერ სულაც 7:0 წააგო.

"სამპდორია" "ტორინოს" ესტუმრება და წესით, სამუელ ეტოოს დებიუტი უნდა ვიხილოთ.

ეს ყველაფერი ამ უქმეებზე და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას - იქნებ, სენსაციებიც გამოცხვეს...

იტალია. სერია A. XXI ტური
შაბათი. 31 იანვარი
ჯენოა-ფიორენტინა 21.00
დისკვალიფიკაცია: ანტონელი, ბერტოლაჩი - სავიჩი, პისარო
ტრავმა: მარკეზე, მატრი, ტინო კოშტა - როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, აკვილანი, ლაძარი, ბადელი
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +3=8-9, (23-35)

რომა-ემპოლი 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე როსი, სტროტმანი, ჟერვინიო, კეიტა, ბალცარეტი, კასტანი, სანაბრია - გუარენტე
ბოლო 6 შეხვედრა
2-4-0 0-4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +11=3-2, (28-13)

კვირა. 1 თებერვალი
სასუოლო-ინტერი 15.30
დისკვალიფიკაცია: აჩერბი, ფლორო ფლორესი - ჟუან ჟესუსი, დამბროზიო
ტრავმა: პეგოლო, ტაიდერი, პელუზო - ჯონათანი, დაინელი, დამბროზიო, ნაგატომო
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=0-3, (0-15)

ატალანტა-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბაზელი - ეკდალი, როსეტინი
ტრავმა: კერუბინი, ესტიგარიბია, რაიმონდი, დრამე - კოსუ, იბარბო, ბალცანო
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +10=7-8, (38-38)

ჩეზენა-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: რადუ, ბილია (ლაციო)
ტრავმა: დეფრელი, მარილუნგო, ტაბანელი, ვალძანია, სუჩი - სიანი, ბრაავჰეიდი, ჯენტილეტი, ლულიჩი, ანდერსონი, ჯორჯევიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=0-4, (4-9)

კიევო-ნაპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: დაინელი - კულიბალი
ტრავმა: იძო, სარდო, ფრეი - ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე, გულამი
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +6=2-9, (18-24)

პალერმო-ვერონა 18.00
დისკვალიფიკაცია: გრეკო (ვერონა)
ტრავმა: მარესკა - გრეკო
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4=1-3, (10-7)

ტორინო-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკსიმოვიჩი - მესბა, დე ვიტისი, მურიელი, კაჩატორე
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +6=7-10, (19-28)

უდინეზე-იუვენტუსი 18.00
დისკვალიფიკაცია: კონე - მარკიზიო
ტრავმა: პინცი, გეიხო, ბადუ, წაგუე, ევანჯელისტა, საპატა, დომიცი - მარონე, ასამოა, რომულო, ევრა
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +7=5-27, (28-68)

მილანი-პარმა 23.45
დისკვალიფიკაცია: მექსე (მილანი)
ტრავმა: საპატა, დე შილიო, ბონერა, ბონავენტურა, ელ შაარავი - ბიაბიანი, გეზალი, ხორკერა, ასკუა, ბელფოდილი, კოდა
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +21=11-10, (68-49)

შენიშვნა: პარმა - 1 ქულა

ბომბარდირები:
13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა); 10 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული