ვინ გაწვრთნის კვარაცხელიას ახალ სეზონში - "ნაპოლის" შესაძლო დამრიგებლის მთავარი კანდიდატურა გამოიკვეთა

AutoSharing Option
იტალიური Il Mattino გვაუწყებს, რომ "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჯერ კიდევ "მილანის" თავკაცი სტეფანო პიოლი იქნება.

როგორც იცით, გადაწყვეტილი ამბავია, "როსონერი" სეზონის დასრულების შემდეგ გამოცდილ სპეციალისტს დაითხოვს და ამას არაერთი სანდო წყარო ადასტურებს.

"პარტენოპეი" მზადაა, სტეფანოს 2,5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. პიოლის სამსახურით ასევე "ბოლონიაც" ინტერესდება, რომელსაც დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს ტიაგო მოტა დატოვებს და რომელიმე გრანდს ჩაიბარებს.

რაც შეეხება "მილანს", "როსონერის" ახალ მწვრთნელად ანტონიო კონტესა და სხვა არაერთ ცნობილ სპეციალისტს მოისაზრებენ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
საამოა ეს???
გიო
01:00 28-04-2024
0
Gacrtnis Ra ckhenia? ☺️
Cyberbob
10:47 25-04-2024
2

სიახლეები პოპულარული