იპონი 44 წამში - გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.


შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ვულოცავ საქართველოს ტატოს გამარჯვებას! საოცარი ბიჭი გვყავს! წარმატებები ოლიმპიადაზე ჩვენს ტატოს!
არჩილ
15:57 27-04-2024
0
Ძიუდოზეა სტატია და ფეხბურთზე მსჯელობთ.რა გჭირთ ხალხო ერთი საქებარი სიტყვა დაწერეთ რა ბიჭები გვყავს.ტატო ფენომენია.აი შავიზე რა შეიძლება ითქვას ძიუდოს კრიშტიანო რონალდოა!(თუ კრიშტიანო არი ფეხბურთის შავდათუაშვილი)
jordan beli
07:41 27-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული