ლონდონის "ჩელსი" პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მაისს ლონდონის "ჩელსისა" და "კრისტალ პალასს" შორის პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბელგიელმა ედენ აზარმა გაიტანა და "არისტოკრატებს" გამარჯვება მოუტანა.

ამ გამარჯვებით "ჩელსიმ" პრემიერლიგის ჩემპიონობა სამი ტურით ადრე გაინაღდა. უახლოესი მდევრები "არისტოკრატებს" უკვე ვეღარ დაეწევიან.

"სიტის" და "არსენალს" 67-67 ქულა აქვთ და დარჩენილი მატჩების მოგების შემთხვევაშიც კი ვერ შეეცილებიან "ჩელსის" ჩემპიონობაში. ჟოზე მოურინიოს გუნდს ამ დროისთვის 83 ქულა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული