"სრული სისულელეა" - კრისტანტე მოურინიოს წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებაზე

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა ბრაიან კრისტანტემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გუნდში ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს რაიმე პროვოკაციას უწყობდნენ და მისი გათავისუფლება სურდათ.

"ერთხელ და სამუდამოდ მინდა დაგარწმუნოთ, მოურინიოს წინააღმდეგ შეთქმულება არ ყოფილა. ეს ყველაფერი ტყუილია.

ფეხბურთი ასე მუშაობს - როცა ცუდი შედეგებია, მწვრთნელი პირველია, ვინც ზეწოლას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე მხოლოდ ის არ არის. მოურინიოს წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ თეორია სრული სისულელეა", - ციტირებს კრისტანტეს Corriere dello Sport.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული