ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
26 ნოემბერს, საქართველოს თასის გათამაშების 1/8-ფინალის კიდევ ერთი საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც ქუთაისის "ტორპედომ" მარტვილის "მერანი" მიიღო და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

ამ წაგების მიუხედავად, რევაზ ძოძუაშვილის გუნდი თასის 1/4-ფინალშია - პირველი, სტუმრად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ტორპედოს" "მერანთან" სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა.

რაც შეეხება ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მატჩს, მასპინძელთაგან გოლები ალეკო ჩაკვეტაძემ (21 წუთი), ოთარ კვერნაძემ (22) და ნიკო კვასხვაძემ (73) გაიტანეს. სტუმართაგან კი დუბლით ჯერ პაპუნა ფონიავა გამოირჩა (6. 54), შემდეგ კი - მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსული ბესიკ ჩიმაკაძე (57,
65).

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მანამდე მოიპოვეს "სამტრედიამ", "ვიტ ჯორჯიამ", საჩხერის "ჩიხურამ", გორის "დილამ", რუსთავის "მეტალურგმა" და ცხინვალის "სპარტაკმა".

დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალის დარჩენილი ერთი მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამო" ქობულეთის "შუქურას" მასპინძლობს, მოგვიანებით დასრულდება.

ასევე იხილეთ:
საჩხერის "ჩიხურა" და გორის "დილა" თასის 1/4-ფინალში გავიდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული