"მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ..." - ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და "ტორპედოს" ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა "შუადღე ქუთაისის" ეთერში განაცხადა, რომ ის ნაკრებში გიორგი არაბიძეს გამოიძახებდა.

როგორც მან აღნიშნა, არაბიძე ძალიან კრეატიული ფეხბურთელია და ასეთი მოთამაშე ნაკრებს გამოადგება.

"მე რომ ნაკრების მწვრთნელი ვიყო, გიორგი არაბიძეს ნამდვილად გამოვიძახებდი! მე შეხება მქონდა არაბასთან კონკრეტულად მოედანზე. ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ხასიათი ყველას ცუდი გვაქვს…

ისეთ კრეატიულ ფეხბურთელს, როგორიც არაბიძეა, მოედანზე 5 წუთით რომ შეიყვანო, რაღაც არაორდინარულის მოფიქრება შეუძლია.

თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ სანიოლმა შეცდომა დაუშვა, მის კომპეტენციაში ჩარევის
უფლება არ გვაქვს. უბრალოდ, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება, არაბიძის შესახებ ნაკრების დღევანდელ მწვრთნელზე მეტი ვიცი", - თქვა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რას ნიშნავს ერთად მუშაობის დროს ყველას ცუდი ხასიათი გვაქვს? სათქმელი თქვი გასაგებად და ბოლომდე. მიკიბ-მოკიბვის გარეშე. თამაშებს იგებს მკაცრი სათამაშო დისციპლინა და არა თითოეული მოთამაშის კაპრიზი. არაბიძე კარგი ფეხბურთელია ხათიათიც კარგი უნდა დაიყენოს.
გიზოგ
00:24 21-03-2024
0
გიორგი არაბიძეს აუცილებლად მოუწევს ნაკრებში თამაში,ამ ციკლის ჩამთავრების შემდეგ.ახლა არ გამოიძახეს და აღარაფერი შეიცვლება.გიორგიმ უკვე ბევრი ბედის უკუღმართობა იწვნია და ვფიქრობ საკმაოდ დაღვინდა,რომ ხელები არ ჩამოუშვას და კიდევ უფრო უკეთესად თამაში დაიწყოს.ისე ითამაშოს,რომ ვერავინ შესძლოს მისი კარგი თამაშისაგან თვალის არიდება.დღეს ნაკრების მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და გამოჩნდება,მართალი იყო თუ შეცდომა დაუშვა.მერე კი,ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება,ახალი მწვრთნელით,განახლებული შემადგენლობით და იქ,გიორგის ნახვასაც მოველი.იმედი გვაქვს,მაგრამ ჯერ არ ვიცით,გავა თუ არა ევროპის ჩემპიონატზე საქართველო,მაგრამ გიორგიმ ამ ზაფხულს,ან ნაკრებში,ან ტორპედოში,ევროთასებზე უნდა დაამტკიცოს,თავისი კლასი და სარგებლიანობა,საერთშორისო დონეზე.ისე უნდა ითამაშოს,რომ ეჭვი აღარავის დარჩეს,ნაკრებისათვის მის საჭიროებაში.დღეს კი,დღეს ალბათ მაინც უნდა დავწყნარდეთ და ვნებები მეტად აღარ დავძაბოთ.ეს არავის არგებს.არც გიორგის და არც ნაკრებს.
სოსო
20:09 20-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული