"ასე ვეღარ გაგრძელდება!" - "ტორპედოს" ფანების განცხადება

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში "ტორპედო" ბათუმის "დინამოს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

ასე ვეღარ გაგრძელდება!!!

როცა ვიცოდით რო გუნდს უჭირდა და არანაირი რესურსი არ ქონდა მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა იმ შედეგით კმაყოფილები ვიყავით რაც იყო, მაგრამ ახლა როცა საქართველოში ყველაზე უკეთესი პირობები ჩვენ გვაქვს მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით!!!

აქ საუბარი არ არის მარტო გუშინდელ მარცხზე..

უახლოეს მომავალში გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დავგეგმავთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოხვიდეთ.
დროს და
ადგილს გაგაგებინებთ", - წერს "ჯუნგლები"

შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

altბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
თქვენ ძალიან შორს ხართ ფეხბურთისგან, ფანობისგან, საერთოდ ცივილიზაციისგან, ზუსტად შეგეფერებად სახელი, “ჯუნგლები” მარტო მზესუმზირის ჭამა და ლუდის სმა
და სამი ოთხი წამომღერება არაა ფანობა, დაიბარეს ბიჭებმა კლუბი, თქვენზე მაღლა იდგა და იდგება ტორპედო, თქვენმა უაზრო ამბიციებმა ბევრჯერ დაღუპა გუნდი, თან გუნდი იბრძვის ხასიათს აჩვენებს და დინამოს,ჩემპიონ გუნდს ბათუმში წაგებისთვის ლანძღავენ, თქვენი არ იცით სხვისი მაინც გაიგონეთ და ისწავლეთ გულშემატკივრობა და ფანობა, თორემ სანატრელი გექნებათ სტაბილურობა კი არა უმაღლესი ლიგა, უაზრო ამბიციები მოთოკეთ, მოთმენა ისწავლეთ, 9 წელია იცდის ლევერკუზენი და ჩემპიონი ხდება, ვინ იკადრა კლუბის გარჩევაზე დაბარება, სხვა მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი, ჩხეტიანს და ჯალაღანიას ნუ
გადააყოლებთ კლუბს და მოეშვით ამ
კუდაბზიკობას და ყელყელაობას, მოითმინეთ და მოვა შედეგი! ჩხეტიანმა დადო
შედეგი ერთხელ, დაბრუნდა ორჯერ და რა ქნა
კი ვნახეთ ხან გახარიას შეეკედლა და მეორედ გაუშვეს და ამ კაცმა ღირსეულად გაიყვანა კონფერენსზეც და მესამე ადგილზეც და აცადეთ ეტყობა მწვრთნელის ხელი გუნდს ყველაფერზე ნუ ხართ 7 თვიანები!
ქუთაისელი
14:17 31-03-2024
0
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან,აცადეთ არარის სწორი ასეთი კრიტიკა ბათუმთან ცუდად არ უთამაშია მითუმეტეს გასვლითი მატჩი იყო ცოტა სპორტული იღბალი ჭირდება გუნდს ასე რომ დამშვიდით და გუნდის გჯეროდეთ
დათი
00:48 31-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული