ქუთაისის "ტორპედო" ახალ ლოგოსა და სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ტორპედო ქუთაისის" იმიჯის სრულყოფისათვის, ასევე, მისი სიმბოლიკის უნივერსალურობისა და ქალაქ ქუთაისის სიმბოლიკებთან იდენტურობის მიზნით, პირველად კლუბის ისტორიაში, ცხადდება კონკურსი ორ ნომინაციაში - საფეხბურთო კლუბის ახალი ლოგოტიპისა (ლოგოს) და გუნდის ძირითადი სათამაშო ფორმის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით.

კონკურსის უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ესკიზები შეიქმნას ქალაქ ქუთაისის გერბისა და დროშის ფერების (ლურჯი, მწვანე და ოქროსფერი) შესაბამისად (ნიმუშისთვის იხილეთ ფოტო). ამასთან, კონკურსანტს შეუძლია გამოიყენოს როგორც კლუბის ამჟამინდელი, ასევე, მანამდე შექმნილი ლოგოებიც, მხოლოდ ზემოხსენებული მოთხოვნის გათვალისწინებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული
ჯილდოს სახით მიიღებს - 150 ლარს. ესკიზები შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერ ფორმატში. ერთ ადამიანს უფლება აქვს, რომ წარმოადგინოს რამდენიმე ვარიანტი.

საკონკურსო ნამუშევრები წარმოადგინეთ ან გამოაგზავნეთ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის კანცელარიაში. მისამართი: აკ. ხორავას #1. ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - kutaisitorpedo1946@gmail.com.

შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად, გთხოვთ მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი.

კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც ნამუშევრების მიღებას მოიცავს, გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით. აღნიშნულ ეტაპზე სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს თითოეული ნომინაციის ორ საუკეთესო ვარიანტს, ხოლო მეორე ეტაპზე, 17-დან 23 ივლისამდე, ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი შეირჩევა ღია გამოკითხვის გზით, კერძოდ, კლუბის ოფიციალური საიტის ან Facebook-ის მეშვეობით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან საზეიმო ვითარებაში, რომელშიც მონაწილეობას ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებიც მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
როდესაც ამბობ რომ სახელი შეგვეცვალაო ტორპედოზეო...ჩვენ ქუთაისელებს არ გვეკითხებით?..ტორპედოს ვგულშემატკივრობ 37 წელია და იყო ტორპედო და დღეს გინდა სხვა სახელი ერქვას? ძალიან კარგი სახელი ჰქვია ჩემო კარგო და პირიქით კარგი იქნება თუ თავისივე ფერებს დაუბრუნებენ...თეთრი შავები......ჩვენ ასეთი გვიყვარდა ტორპედო.
mamulos kutaiselisagan
08:29 06-07-2015
0
ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა,ახალ დირექტორს როცა მოვუსმინე ტელევიზორში და ამის შესახებ ბრძანა,კი გამიხარდა მაგრამ მეგონა რომ დიდხანს გაიწელებოდა საკითხი.აი სიტყვა და საქმე.მადლობა
ლაშა
19:01 05-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული