"ტორპედოს" გენერალური დირექტორი ავტობუსის თემაზე: რა მოხდა მერე?!

AutoSharing Option
უკვე ორი დღეა, რაც ქუთაისის "ტორპედოს" ავტობუსის გარშემო საუბრები არ წყდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ კლუბის კუთვნილი ავტობუსით ექსკურსიაზე უცხო პირები იმყოფებიან.


როგორ აღმოჩნდა ავტობუსი სხვების ხელში? ამის გასარკვევად Sportall.ge "ტორპედოს" გენერალურ დირექტორს, დავით ფრუიძეს დაუკავშირდა.

- როგორ აღმოჩნდა კლუბის ავტობუსი უცხო ადამიანების ექსკურსიაზე?
- ჟვანიას სახელობის სკოლამ გვთხოვა. გვაქვს ურთიერთობები მათთან და მომავალშიც გავაგრძელებთ.

ჩამოსულები იყვნენ პროფესორ-მასწავლებლები და გვთხოვეს - ესენი არ არიან ადგილობრივები, გვინდა, რომ ჩავიყვანოთ და სალხინო დავათვალიერებინოთო. ეს
იყო, მეტი არაფერი.

- რატომ მაინცდამაინც კლუბის ავტობუსი, სხვა ტრანსპორტით ვერ ისარგებლებდნენ?
- ვერ გამიგია, რა პრობლემაა, რატომ ატყდა ამაზე ამბავი?! გვთხოვეს, მეგობრები ვართ. როცა რაღაც გვჭირდება, ისინი გვეხმარებიან. ჩაასხეს საწვავი და წავიდნენ. რას ხედავთ ამაში დასაძრახს?

- წარმოგიდგენიათ, რომ ტურინის "იუვენტუსმა" რომელიმე სკოლას ათხოვოს საკლუბო ავტობუსი და სასეირნოდ გაუშვას?
- რა მოხდა მერე?! ბევრი გუნდია, ვინც იყენებს ჩვენს ავტობუსს. ნუთუ, ისეთი სიტუაციაა საქართველოში, ისე წავხდით ქართველები, რომ არ გვინდა აღარაფერი?! მასე ფოთის ”კოლხეთს” დავეხმარეთ და აქედან გავამგზავრეთ, როცა თავისი ავტობუსი გაუფუჭდა.

- ვიცით ეს ამბავი, თქვენ მაშინ სხვა ტრანსპორტი დაუქირავეთ "კოლხეთს"...
- მერე რა მნიშვნელობა აქვს ამას, ფული გადავიხადეთ. ახლა კიდევ გვთხოვეს, ფული არ გადაგვიხდია. რა არის ამაში კრიმინალი, ვერ გავიგე.

Sportall.ge ქუთაისის მერის პირველ მოადგილეს, ნოდარ მიქიაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ "ტორპედოს" ავტობუსს მერია იყენებს და რამდენჯერაც დასჭირდება, კიდევ იმდენჯერ გამოიყენებს.

"ეს ავტობუსი "ტორპედოს" ქუთაისის მერიამ გადასცა და მერიაც იყენებს ამ ავტობუსს საჭიროებისამებრ. ეს იყო მერიის გადაწყვეტილება. რამდენჯერაც დაგვჭირდება, კვლავ იმდენჯერ გამოვიყენებთ", - განაცხადა მიქიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს რა გენიალური გენ მენეჯერი გყოლიათ ქუთაისლებს. შემოვდივარ წინადადებით-ეს კაცი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ავირჩიოთ, იქნებ გვეშველოს რამე.მერიაშიც გეტყობათ დიადები გიზით.რამდენჯერაც დაგვჭირდება იმდენჯერ გამოყენებთო.ისე ხუმრობა იქით იყოს და მართლაც არ შეიძლება სხელმწიფო კლუბების არსებობა.პოლიტიკაში ყოველთვის დაბალი ინტელექტის ადამიანები მიდიან რომელთაც თავი გენიოსები გონიათ.ისინი ვერ ხვდებიან რომ ასოთშეთანხმება "ტორპედო ქუთაისის" მიღმა ისტორია,ტრადიცია,სიხარული, სიამაყე,ტკივილი და კიდევ უამრავი გრძნობა და განცდაა.
ziko
14:29 30-05-2015
0
ბნმმ,,
hghjhj
14:01 30-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული