უმაღლესი ლიგა. VIII ტური. თეთრი ჯგუფი: "ტორპედო" ქობულეთში დამარცხდა და ისევ ბოლოა [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VIII ტური "თეთრ ჯგუფში" გამართული ორი შეხვედრით გაიხსნა.

01.10. ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ლევან კუტალია (35), 1:1 ოლეგ მამასახლისი (პენ, 70), 2:1 ლევან კუტალია (87).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

01.10. თბილისი. მიხეილ მესხი
ცხინვალი-გურია 2:1
გოლები: 0:1 ადევანდრო და სილვა (22), 1:1 ჯაბა დვალი (პენ, 72), 2:1 ჯაბა დვალი (85).

"შუქურას" 6 ქულა დაუგროვდა და მე-6 ადგილზეა, "ტორპედო" კი ამდენივე ქულით ბოლო, მეშვიდეზეა. "ცხინვალს" 7 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას თავი
დააღწია, "გურია" კი 8 ქულით მეოთხეზე დარჩა.

სათამაშო დღის ბოლოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს. მატჩი "დინამო არენაზე" 18:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეეეჰჰჰ ამბიციურო ტორპედოვ...
იქნებ გავარდნას მაინც გაადრჩეთ!
Guadua
20:16 01-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული