"მისი მაღალი ხელფასი? კრიშტიანოზე მეტს არავინ იმსახურებს" - ფერდინანდმა რონალდო დაიცვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა რიო ფერდინანდმა ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა და პორტუგალიელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რიოს თქმით, რონალდოს "ალ ნასრში" გადაბარგება სამარცხვინო სულაც არაა და ამგვარი გადაწყვეტილება წარსულში სხვა ცნობილმა ფეხბურთელებმაც მიიღეს.

"საუდის არაბეთზე ამდენი საუბარი სირცხვილია, მსგავს გადაწყვეტილებებს სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც იღებენ და სათამაშოდ ამერიკაში გადადიან. 

დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, უეინ რუნი - მათი MLS-ში ხილვა სასიამოვნო იყო, კარიერის მიწურულს მაღალშემოსავლიანი კონტრაქტი და ნაკლებად კონკურენტულ ლიგაში თამაში სასირცხვილო სულაც არ არის.

რონალდოს ახალი
თავგადასავალი სჭირდებოდა. ამიტომ მივცეთ უფლება, გააკეთოს ის, რაც თავად სურს. მისი მაღალი ხელფასი? - ასეთ შემოსავალს პლანეტაზე მასზე მეტად არავინ იმსახურებს" - განაცხადა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რონალდო "ალ ნასრს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კრიშტიანომ არაბულ კლუბთან 2.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, პორტუგალიელის წლიური ანაზღაურება 90 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ხელშეკრულებაში გაწერილი ბონუსების მიხედვით, 5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელის ხელფასი დაახლოებით 200 მილიონ ევროს მიაღწევს.

alt"კარიერის დასრულება ფორმის პიკში მსურს, დუბაისა და კატარში თამაშს არ ვაპირებ" - რონალდოს 8 წლის წინანდელი ინტერვიუ

alt"მათი სამომავლო გეგმები შთამბეჭდავია" - რონალდოს პირველი კომენტარი "ალ ნასრში" გადასვლის შემდეგ

altრონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული