"მათი სამომავლო გეგმები შთამბეჭდავია" - რონალდოს პირველი კომენტარი "ალ ნასრში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 30 დეკემბერს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 5-გზის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული, კრიშტიანო რონალდო კარიერას არაბულ "ალ ნასრში" გააგრძელებს. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ხელი 2.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა, ანაზღაურების სახით კი წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

"ალ ნასრის" სამომავლო გეგმები მართლაც შთამბეჭდავია. აქ გადმოსვლით ძალიან მოხარული ვარ, დარწმუნებული ვარ, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები" - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, კრიშტიანო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. რონალდომ "მანჩესტერთან" თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მსოფლიოს ჩემპიონატისას შეწყვიტა და "ალ ნასრში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

altრონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 11 /
იცით რამდენი წლისაა? ხო, თითქმის ორმოცის! უყვარს ფეხბურთი და საკუთარი თავი, საკუთარი ისტორია.. გაერთოს, თან ცალსახად მაღალ დონეზე ითამაშოს, პასუხისმგებლობას გრძნობდეს.. უბრალოდ ისევ მაგარი ბიჭია და ესე დაბერდება სიკვდილამდე
ვალერი
10:40 02-01-2023
0
წავიდა რონალდოს ჰეითი.კაცი ასაკშოა უოვე და გადაწყვიტა წელიწადში 200 მილიონი მიიღოს.ჩვენი ქართველი პროფესორები კი აქ კომენტარებში თითებს იტკიებენ.ნეტა თქვენი დასაცინი რა აქვს ამ კაცს მართლა,ტიპი ისტორიაში შევა როგორც ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.ოჯახის წევრივით რო გიყვართ ეგ მესი,ნეტა რა მოგიტანათ:მამაა თქვენი თუ ბიძია ესე რომ ჩამოეკიდეთ ერთ ადამიანს.ამიტომ არ მინდოდა არგენტინის მოგება,მხოლოდ იმიტომ,რომ თქვენი ამდენი ლაყბობის და ტოქსიკური საუბრების მოსმენა დამღლელია უბრალოდ
ოპაა
09:10 02-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული