"კარიერის დასრულება ფორმის პიკში მსურს, დუბაისა და კატარში თამაშს არ ვაპირებ" - რონალდოს 8 წლის წინანდელი ინტერვიუ

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ ნასრში" გააგრძელებს. პორტუგალიელმა ხელი 2.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა, 5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელი წელიწადში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც 8 წლის წინ, რონალდომ ITV-ის ჟურნალისტ ჯონათან როსთან ჩაწერა, იმ დროს "რეალის" ფეხბურთელმა, განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას კატარში ან დუბაიში არ აპირებდა.

"არ ვფიქრობ, რომ აშშ-ში, დუბაისა და კატარში თამაში ცუდია, თუმცა ჩემს თავს ამ ქვეყნებში ვერ ვხედავ. მსურს, კარიერა საუკეთესო ფორმაში მყოფმა დავასრულო" - განაცხადა კრიშტიანომ
2015 წელსს.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი "ალ ნასრს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

altრონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 11 /
რეალის ქომაგი ვარ მაგრამ რონალდოს სხვადასხვა "გამოხტომები" მართლაც მიუღებელი იყო და არის დღესაც. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანობა და თავდამბლობა. მე ფეხბურთი რაულმა შემაყვარა, მარტომ ფეხბურთელობით კი არა მისი თავდამბლობით და ადამიანობით. ვფიქრობ მესი როგორც ადამიანი ძალიან კარგი პიროვნებაა და ამ გზას მიუყვება ჩვენი ხვიჩაც რაც დასაფასებელია და მიხარია.

თუმცა იმ ფაქტის უარყოფა რომ რონალდო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ფეხბურთის ისტორიაში ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
გულშემატკივარი
17:06 03-01-2023
1
რა თქვა ტყუილი? არც ამერიკაში მიდის, არც დუბაიში და არც კატარში. საუდის არაბეთში იქნება :D:D:D
სანდრო
09:19 02-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული