ტოტი: "რომას" თამაშის ტრიბუნიდან ყურება ძნელია

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში "რომამ" ბერგამოში "ატალანტას" 1:0 სძლია. გოლი 31-ე წუთზე ალექსანდარ კოლაროვმა გაიტანა.

შეხვედრას "ატლეტი აძურის" სტადიონზე ყურადღებით უყურებდა დედაქალაქური კლუბის ახალი დირექტორი, ამ გუნდის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც ნამატჩევს სოციალურ ქსელში დაწერა:

"ჩემი გუნდის თამაშის ტრიბუნიდან ცქერა ძალიან ძნელია. ვულოცავ ფეხბურთელებს კარგ შედეგს და პირველ გამარჯვებას. ეს ბრძოლის და დიდი ემოციების სეზონი იქნება. წინ გამარჯვებებისაკენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული