"მილანში" პიოლი შესაძლოა, "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ჩაანაცვლოს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანი" იმ ვარიანტებს იკვლევს, თუ სეზონის ბოლოს გუნდს მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი დატოვებს.

"როსონერის" ბოსებს ერთ-ერთ ვარიანტად მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ხულენ ლოპეტეგი ჰყავთ შერჩეული.

არსებული ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართა და სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ საუბარიც შედგა.

ახლა "მილანს" პიოლისთან ერთად ძალიან რთული მისია აქვს გადასალახი. "როსონერი" ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში საშინაო მოედანზე "რომასთან" 0:1 დამარცხდა და გასვლაზე აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული