ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "მილანმა" პსჟ-ს თამაში შემოუტრიალა - "სიტი" და "ლაიფციგი" პლეი-ოფში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური გაიმართა.

E ჯგუფში "ატლეტიკომ" კაცნაკლული "სელტიკი" 6:0 გაანადგურა და 8 ქულით ლიდერია. მეორე ადგილზე 7 ქულით "ლაციოა", რომელმაც "ფეიენოორდს" 1:0 მოუგო.

F ჯგუფში "დორტმუნდმა" სახლში "ნიუკასლი" 2:0 დაამარცხა და 7 ქულით გალიდერდა. მეორე ადგილზე 6 ქულით პსჟ-ია, რომელიც გასვლაზე "მილანთან" 1:2 დამარცხდა. "როსონერი" 5 ქულით მესამე პოზიციაზეა.

G ჯგუფში "მანჩესტერ სიტიმ" 3:0 სძლია "იანგ ბოიზს", ხოლო "ლაიფციგმა" 2:1 - "ცრვენა ზვეზდას". "სიტი" უდნაკარგოდ მიიწევს წინ, "ლაიფციგი" 9 ქულით მეორე პოზიციაზეა. ამ ორივე გუნდმა უკვე
მოიპოვა პლეი-ოფის საგზური.

H ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზე "ბარსელონაა". ამდენივე ქულა, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებელი აქვს "პორტუს". "შახტარი" 6 ქულით მესამეა, უქულო "ანტვერპენი" კი აუტსაიდერია.

E ჯგუფი

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - სელტიკი 6:0
გოლები:1:0 გრიზმანი (6), 2:0 მორატა (45+2), 3:0 გრიზმანი (60), 4:0 ლინო (66), 5:0 მორატა (76), 6:0 საული (86)
გაძევება: მაედა (23, სელტიკი)

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ფეიენოორდი 1:0
გოლი: იმობილე (45+1)

F ჯგუფი

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - ნიუკასლი 2:0
გოლები: 1:0 ფიულკრუგი (26), 2:0 ბრანდტი (79)

მილანი. "სან სირო"
მილანი - პსჟ 2:1
გოლები: 0:1 შკრინიარი (9), 1:1 ლეაო (12), 2:1 ჟირუ (50)

G ჯგუფი

მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - იანგ ბოიზი 3:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (23, პენ), 2:0 ფოდენი (45+1), 3:0 ჰოლანი (52)
გაძევება: ლაუპერი (53, იანგ ბოიზი)

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
ცრვენა ზვეზდა - ლაიფციგი 1:2
გოლები: 0:1 სიმონსი (8), 0:2 ოპენდა (77), 1:2 კანგა (81)

H ჯგუფი

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“
შახტარი - ბარსელონა 1:0
გოლი: სიკანი (41)

პორტუ. "დრაგაო"
პორტუ - ანტვერპენი 2:0
გოლები: 1:0 ევანილსონი (32, პენ), 2:0 პეპე (90+1)
გაძევება: ეკელენკამპი (52, ანტვერპენი)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟირუ მევასება რა, მაგარია ძაან. ლეაოც კაი იყო, ვერაფერს იტყვი.
გიგა
11:07 08-11-2023
0
ვნახოდ სად წავა მილანი კი კარგი თამში გამოვიდა და რამდენს მოიგებს კიდე...არასერიოზული გუნდი მგონია თორემ უდინეზესთან არ წააგებდა
ჟორა
10:55 08-11-2023
0

სიახლეები პოპულარული