ხავიმ "ბარსელონას" დატოვება გადაიფიქრა - რა მოხდა ლაპორტასთან სახლში შეხვედრაზე?

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გუნდის დატოვება გადაიფიქრა, - ამის თაობაზე ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საკუთარ სახლში სპორტული დირექტორი დეკო და ხავი მიიწვია და ის კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩენაზე დაიყოლია.

ელ კლასიკოში მარცხის შემდეგ "ბარსასთან" დაახლოებულმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ხავი იმ შემთხვევაში დარჩებოდა, თუ შემადგენლობის გაძლიერების გარანტიას მიიღებდა, რაც ბევრმა არასერიოზულად აღიქვა.

ხავიმ იანვარში განაცხადა, რომ ივნისში "ბარსელონას" დატოვებდა, რის შემდეგაც გუნდმა 13-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა, მერე კი ჩემპიონთა
ლიგიდან გამოვარდა და "რეალთან" მარცხი განიცადა. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ "ბლაუგრანას" თავკაცმა დანი ოლმოს, ბერნარდო სილვას და გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველის დამატება მოითხოვა, რომელთა შესაძენად ჯერ ფული არ აქვთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ იშოვიან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ჩავიც მეორე, ალეკო კინტო ელისაშვილია! რატომ? კინტოც იძახდა ქუდი, რო შემიგდონო პარლამენტში არ შევალო, კარგად შეცუნცულდა უქუდოდ?! ჩავიც ბაქი-ბუქობდა არაფერი შემაცვლევინებსო ჩემს გადაწყვეტილებასო და კარგად წაიღო თავისი სიტყვები უკან?! ბიჭოს! თუ დაიფიცებთ არაო, უნდა შეასრულოთ კიდევაც!
შეფიცულებს!
12:27 25-04-2024
1
კვარას გამო, ნაპოლი გასაგებია, მაგრამ ეს ბარსელონა წმინდა გრაალია? მაგის გარდა, მინიმუმ 2 ათეული გრანდია მსოფლიო ფეხბურთში. აქ კიდე, სულ ბარსა და ხავი. ინტერმა სკუდეტო მოიგო, ლევერკუზენი მთელი სეზონია არ აგებს, ისე გავიდა ევროპის ლიგის ნახევარფინალში და მოიგო ბუნდესლიგა. ინგლისში 3 გუნდს აქვს ჩდმპიონობის შანსი და წყვეტაა. არაფერს არ ვიმჩნევთ.
ციციკორე
11:07 25-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული