ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ოქროს და ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება ორმა ქართველმა მოიპოვა.

73 კილომდე წონით კატეგორიაში სამივე მეტოქე დაამარცხა ტატო გრიგალაშვილმა, რომლის მეტოქეც ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება.

55 კილომდე წონით კატეგორიაში ვანო ნინიაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი 1/4-ფინალებში დამარცხდნენ და მათ ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძეს. პაპინაშვილმა რეპეშაჟის პირველ ჭიდაობაში იმარჯვა, ნინიაშვილი კი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

პირველივე ბრძოლა წააგო 60 კილომდე წონით კატეგორიაში რობინზონ ბეგლარაშვილმა. 66 კილომდე წონით კატეგორიაში იგივე ბედი ეწია შალვა გაზაშვილს. ბაგრატ ნინიაშვილმა
პირველი ბრძოლა კი მოიგო, მაგრამ მეორეში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

გოგონებში წარმომადგენლები 52 და 57 კილომდე წონით კატეგორიებში გვყავდა. ნატალია ყიფშიძემ და მზია ბებოშვილმა პირველივე ბრძოლები წააგეს, ეთერ ლიპარტელიანმა კი ერთ მეტოქეს აჯობა და ასპარეზობა 1/8-ფინალში დაასრულა.

- ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რა შანსები გვაქვს მარიბორში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული