ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 7 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, ტატო გრიგალაშვილმა (-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტატო ფინალში თურქ ალბაირაქთან დამარცხდა. ლაშა შავდათუაშვილი კი (-73 კილოგრამი) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კოსოვოელ აკილ გჯაკოვასთან დამარცხდა.

გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ლტოლვილთა ნაკრების წევრი სიბგატულა არაბი შიდოებით დაამარცხა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა მერვედფინალში ირლანდიელ გლენსონს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელს ვაზარით სძლია.

ტატომ 1/2 ფინალში ფრანგი ალფა უმარ ჯალო იპონით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ლაშა
შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევს ვაზარით სძლია, მერვედფინალში სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს შიდოებით აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც დანილ ლავრენტიევს ვაზარით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სამწუხაროდ, ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან იპონით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფოკუზი იყო
....
03:31 06-11-2023
1
ვფიქრობ ამ ალ ბაირაქთან წაგება არ ეკადრება ტატოს.მეშინია ჭრიკიშვილი არ განმეორდეს.ისიც ამ წონაში იყო და ისიც უძლეველი ჩანდა ტატოსავით.შიდა კონკურენცია არაა და ამის გამო ხდება ასეთი ამოვარდნები.შეხედეთ მარგველაშვილს,სერიოზულ.ტურნირზე ვერაფერს ახერხებს საერთოდ,მარტივად მარცხდება ყველასთან.ასევეა შავდათუაშვილიც უკვე.კონკურენტი არ ყავს სერიოზული.სადაც კონკურენციაა მაგალითად 90 ში იქ მგლებივით არიან ბიჭები.სულამანიძეს კი აქვს ხოლმე მოულოდნელო ჩავარდნები,არც მას ყავს კონკურენტი ფაქტიურად ლიპოს თუარ ჩავთვლით.ეთოც ანალოგიურადაა.ასე რომ მწვრთნელებო შიდა საქმეებია მისახედი ჩემი აზრით. ტატოს მაქსიმალური ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო.საცოდაობა იქნება მისი ოლიმპიური ოქროს გარეშე დარჩენა...ღმერთმა დაიფაროს.
Master
13:41 05-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული