"ბაიერნს", დიდი ალბათობით, რანგნიკი გაწვრთნის

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში რალფ რანგნიკი გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რანგნიკი ამჟამად ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და როგორც რომანო ირწმუნება, მიუნხენურ კლუბს ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციისთვის კომპენსაციის სახით 2-3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

რალფი "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმებს.

შეგახსენებთ, რანგნიკი სხვადასხვა დროს "შალკეს", "შტუტგარტს", "ჰოფენჰაიმს", "ჰანოვერს", "ლაიფციგსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული