"ლივერპულის" გაწვრთნა მსურს; იმედია, კლუბები მალე შეთანხმდებიან" - არნე სლოტი

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპულში" იურგენ კლოპს "ფეიენოორდის" ამჟამინდელი თავკაცი არნე სლოტი შეცვლის. 45 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "მერსისაიდულ" კლუბთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, ახლა კი მოლაპარაკებებს კლუბები აწარმოებენ.

როგორც წამყვანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, სლოტი "ლივერპულის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია.

"რა თქმა უნდა, "ლივერპულის" გაწვრთნის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ახლა კლუბები საუბრობენ და იმედია, შეთანხმდებიან", - განაცხადა სლოტმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდელმა "ფეიენოორდი" 2021 წელს ჩაიბარა, 2022/2023 წლების სეზონში კი როტერდამელებს ერედივიზიონი მოაგებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული