ვაჟთა შორის ბლიცში საქართველოს გრან-პრის მეორე რაუნდი ლევან ფანცულაიამ მოიგო

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში ბლიცში მოჭადრაკე ვაჟთა საქართველოს გრან-პრის მეორე რაუნდი დამთავრდა.

საპრიზო ადგილებისთვის სხვადასხვა კუთხის 53 წარმომადგენელი იბრძოდა. განსაკუთრებით, საქართველოს ნაკრების წევრმა და ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ იყოჩაღა.

ცხრა შეხვედრიდან მან 8 პარტია მოიგო (დაამარცხა ანა კუჭავა, ივერი ჭიღლაძე, დავით მაღალაშვილი, შოთა აზალაძე, დავით ლომსაძე, გიგა ყუფარაძე, ლუკა პაიჭაძე და ნიკა ვოლკოვი) და მხოლოდ ალექსანდრ ფიერს დანებდა. ფანცულაია 8 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა და პირველი ადგილი დაიკავა.

ბოლო ტურის წინ შოთა აზალაძეს 6,5, ხოლო ფანცულაიასგან ძლეულ ვოლკოვს, ლუკა პაიჭაძეს,
ალექსანდრ ფიერსა და ნიკოლოზ ჩხაიძეს 6-6 ქულა ჰქონდათ. აზალაძემ თეთრი ფიგურებით პაიჭაძეს აჯობა და 7,5 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. ფიერმა ჩხაიძე დაჯაბნა და მე-3 ადგილი ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული