კასტერ სემენია ტყუილად დაუსჯიათ

AutoSharing Option
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაბლოკა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წესი, რომელიც არეგულირებს ქალი სპორტსმენების ტურნირებზე გამოსვლას ტესტოსტერონის მაღალი დონით.

გადაწყვეტილება ინდოელი სპრინტერის დუტი ჩანდის საქმის განხილვის შემდეგ მიიღეს. ჩანდი, რომელიც ერთ-ერთი ტურნირს ჩამოაშორეს, აპროტესტებმა ფედერაციის წესების ლეგიტიმურობას. უფრო ადრე, საარბიტრაჟო სასამართლომ ინდოელს ნება დართო ტურნირებში მიეღო მონაწილეობა იქამდე, სანამ ამ საქმესთან გადაწყვეტილებით საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წესების თანხამად, რომელიც 2011 წელს შემოიღეს, მამაკაცთა ჰორმონების მაღალი დონის მქონე ქალმა სპორტსმენებმა სპეციალური სამედიცინო ტესტირება უნდა გაიარონ. სწორედ ამ წესების გამო, ცნობილმა
სამხრეთაფრიკელმა მორბენალმა კასტერ სემენიამ ერთი წელი გამოტოვა 2009 წელს მტგებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ.

სხვათა შორის, მძლეოსნობის ფედერაციამ ვერ შეძლო სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ ჰორმონების წყალობით ქალი სპორტმენები რაიმე უპირატესობას იღებენ. სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ საერთაშორისო ფედერაციას 2017 წლის 24 ივლისამდე ახალი მეცნიერული მტკიცებულებების წარმოდგენა შესთავაზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული