სპორტი და სიყვარული - სემენიამ ვიოლეტა ითხოვა

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონი 800 მეტრზე რბენაში, სამხრეთაფრიკელი კასტერ სემენია ქალთა ნაკრებში თავის პარტნიორზე ვიოლეტ რასებოლაზე დაქორწინდა. ცერემონია შაბათს, სემენიას 26-ე დაბადების დღეზე გაიმართა.

კასტერ სემენიამ ვერცხლი მოიპოვა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, ოთხი წლის შემდეგ კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, სამხრეთაფრიკელს ოქრო და ვერცხლი აქვს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

2009 წელს, მორბენალი სერიოზულ სკანდალში გაეხვა თავისი გენდერული კუთვნილების გამო, მაგრამ სპეციალურმა ტესტირებამ დაამტკიცა, რომ ის ქალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული