სანდრო კობახიძე: თამაში ყველაზე მეტად ჰოლანდიაში მსურდა...

AutoSharing Option
სანდრო კობახიძე ჯერ არ ამბობს, სად გააგრძელებს კარიერას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სავარაუდო ტრანსფერებზე ინტერნეტ-გამოცემა "ფუტბოლთან" ილაპარაკა, მათ შორის, მოსკოვის "ლოკომოტივის" წინადადებაზეც, სადაც ხორვატი სლავენ ბილიჩის ნაცვლად, მთავარ მწვრთნელად ლეონიდ კუჩუკი დანიშნეს.

ეს ის ბელორუსი სპეციალისტია, რომელმაც კიევის "არსენალში" მიიწვია და ერთადერთი იყო სანდროს უკრაინულ კარიერაში, ბოლომდე რომ ენდო და ათამაშა. კუჩუკს ქართველი ლეგიონერი ძალიან მოსწონდა და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. შედეგად, მანამდე ჩრდილში მყოფი ქართველი გაიხსნა და "მეთოფეების" ფორმით საუკეთესო სეზონი ჩაატარა.

"ცალსახად ვერ გეტყვით, მომავალ სეზონში
კარიერას სად გავაგრძელებ, რადგან გადაწყვეტილი არაფერია. მოსკოვის "ლოკომოტივისა" და სხვა კლუბების დაინტერესების შესახებ მეც ინტერნეტიდან შევიტყვე. კუჩუკის და "ლოკომოტივის" ინტერესზე ყველაფრის თქმა არც მსურს.

ცოტა ხნის წინ "დნიპრომ" კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა. კვირის ბოლოს დნეპროპეტროვსკში ჩავფრინდები და კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები. ამის შემდეგ გაირკვევა, კარიერას სად გავაგრძელებ.

"დნიპროსთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება მინდა, ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ მკითხაობას ვერ დავიწყებ",
- თქვა კობახიძემ.

საყურადღებოა, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" მიწვევაზე ინფორმაცია თავად "დნიპროს" პრესსამსახურმა გაავრცელა. იმის დასადგენად, რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი, "ლელო" სანდრო კობახიძეს დაუკავშირდა.

- შენი ტრანსფერი ლამის ნომერ პირველი მნიშვნელობის საფეხბურთო ამბავი გახდა...
- დამიჯერეთ, ჯერ ვერ ვიტყვი, რეალურია თუ არა "ლოკომოტივი". კუჩუკმა ჯერ კიდევ უკრაინაში მკითხა - გუნდში რომ დამნიშნონ, ჩემთან თუ წამოხვალო? მაგრამ მაშინ "ლოკომოტივზე" ლაპარაკი არ ყოფილა.

- და რა უპასუხე?
- ვუთხარი: "გააჩნია, სად წახვალთ და რა პირობები იქნება". ეს იყო და ეს. ბოლო დღეებში აღარ დამკავშირებია.

- კუჩუკთან "ლოკომოტივში" გადასვლაზე სერიოზულად არ გილაპარაკია?
- "ლოკომოტივზე" არ გვილაპარაკია, რადგან მაშინ ჯერ კიდევ "ყუბანში" იყო და გარკვეული არ ჰქონდა, სად იმუშავებდა. ახლა მართლა არ ვიცი, "დნიპროში" დავრჩები თუ არა. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.

- "ვიტესი" გამოირიცხა?
- აღარ მეხმიანებიან, თორემ ყველაზე მეტად ჰოლანდიაში თამაში მინდოდა.

ასევე იხილეთ:

სანდრო კობახიძე: მოსკოვის "ლოკომოტივი"? - კარტებს ჯერ არ გავხსნი
სანდრო კობახიძით არნემის "ვიტესი" დაინტერესდა
ალექსანდრე კობახიძე: "დნიპრო" კონტრაქტის გაგრძელებას მთავაზობს
სანდრო კობახიძე: თუ "დნიპროში" ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალა...
პორტრეტი: სანდრო არის სანდო!
ხუანდე რამოსი: სანდრო კობახიძეს პოტენციალი აქვს
სანდრო კობახიძე: ჩემთვის მთავარი ფასეულობა მამული, ოჯახი და ფეხბურთია!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კუჩუკს ძაან მოწონს ქართველები, ჯერ კიდე შერიფში თარხნიშვილი ამის ჯილა იყო და მურთაზ ბურნაძე რო იყო 19 წლის 6 თვეში გუნდის ლიდერად აქცია,იძახდა თუ დამიჯერებს მალე ბუნდესლიგის დონეს მიაღწევსო...მაგრამ...მოკლედ წარმატებები სანდროს, იმსახურებს კაი გუნდს!
Lasha
19:57 20-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული