ფონდი "ქართუ" საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგებისთვის კი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფონდი "ქართუ", ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.

"საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი "ქართუ" საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი "ქართუ" ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას
ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის". – წერია "ქართუს" განცხადებაში.


მკითხველის კომენტარები / 126 /
შე დალოცვილო ეხლა რას გავს ეს მოჩვენებითი ქველმოქმედება თუ ყიდვა,გზა ევროპისკენო რომ არ ეთქვათ არც კი გაგახსენდებოდა,პრემიები თუ გინდოდა რომ მიგეცა ლუქსემბურგთან თამაშის წინ დადებდი პირობას გასვლის შემთხვევაში გადაუხდიდი პრემიებს,ზოგ შენ ჩმორ თაყვანისმცემელს კი გონია ქვემოქმედებას ეწევი.
ვოე ბიძო
19:37 24-04-2024
3
ჭირმა და ჯანდაბამ წაგიღოთ ყველა, ვინც სიკეთეს ვერ ხედავს! როგორც თაკო ჩარკვიანმა "დაინახა ბიძინას სიკეთე" თავის ძმას რო გადაყვა ბიძინა ყველანაირად. რას ვიზავთ, აგერ ზედაპირზე არ ამოტივტივდნენ უმადურთა ხროვა? არამი იყოს თქვენზე ის ალალად გაღებული თანხები! კარგი ნათქვამია: "ვისაც ჩავაცვი, იმანვე გამხადაო"!
უმადურებს!
13:15 24-04-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული