სანდრო კობახიძე: მოსკოვის "ლოკომოტივი"? - კარტებს ჯერ არ გავხსნი

AutoSharing Option
ბოლო დროს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ქართველი ნახევარმცველის, სანდრო კობახიძის მომავალს მოსკოვის "ლოკომოტივს" უკავშირებენ, სადაც მთავარ მწვრთნელად ლეონიდ კუჩუკი დაინიშნა.

ამ ბელორუს სპეციალისტს სანდროსთან ერთად კიევის "არსენალში" უმუშავია და ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად იცის.

უკრაინიდან რუსეთში გადაბარგების შესაძლებლობაზე კობახიძეს კომენტარი Football.ua-მ სთხოვა.

- სანდრო, სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსზე გავრცელებული ცნობები დნეპროპეტროვსკიდან მოსკოვში გამგზავრებენ. თავად იცით უკვე, სად გააგრძელებთ მომავალ სეზონში კარიერას?
- ამჟამად საქართველოში ვიმყოფები და ეს კითხვა თავად ჩემთვისაც აქტუალურია. სიტუაცია ისეთია, რომ მასზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

რაც
შეეხება "ლოკომოტივსა" თუ სხვა კლუბებს, მეც ისევე ვიგებ მათ შესახებ ამბებს ინტერნეტიდან, როგორც თქვენ.

- ანუ დაინტერესება იმ კლუბიდან, რომლის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი გახდა, მხოლოდ ჭორია?
- მოდით, კარტებს ჯერ არ გავხსნი. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, აბსოლუტურად.

- ამას წინათ ამბობდით, რომ "დნიპრომ" კონტრაქტის გახანგრძლივება შემოგთავაზათ...
- დიახ, ამას არც ვმალავ - ნამდვილად ასეა. კვირის ბოლოს დნეპროპეტროვსკში გავემგზავრები, სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მაქვს დაგეგმილი. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, სად გავაგრძელებ კარიერას.

- და თავად სად ისურვებდით თამაშს?
- "დნიპროსთან" ახალი შეთანხმება - ჩემთვის ბრწყინვალე ვარიანტია. მინდა დავრჩე დნეპროპეტროვსკში, მაგრამ ფეხბურთში დღეს ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ წინდაწინ მკითხაობას არ დავიწყებ.

* * *
კიევის "არსენალში" იჯარით მყოფი სანდრო "დნიპროში" ზამთარში დაბრუნდა, თუმცა თამაში არცთუ ხშირად უწევდა - გასულ ჩემპიონატში, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, შეცვლაზე კი მოედანზე ოთხჯერ შევიდა.

ასევე იხილეთ:
სანდრო კობახიძით არნემის "ვიტესი" დაინტერესდა
ალექსანდრე კობახიძე: "დნიპრო" კონტრაქტის გაგრძელებას მთავაზობს
სანდრო კობახიძე: თუ "დნიპროში" ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალა...
პორტრეტი: სანდრო არის სანდო!
ხუანდე რამოსი: სანდრო კობახიძეს პოტენციალი აქვს
სანდრო კობახიძე: ჩემთვის მთავარი ფასეულობა მამული, ოჯახი და ფეხბურთია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული