ოფიციალურად: ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნს" დატოვებს

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ "ბაერნის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი "რეკორდმაისტერს" დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

მიზეზი მიუნხენელთა არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახლავთ. ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "ბაიერნი" პირველადგილოსან "ლევერკუზენს" 8 ქულით ჩამორჩება.

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "რეკორდმაისტერი" მოულოდნელად "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა.

"ბაიერნში" მწვრთნელის კანდიდატურაზე ამ გუნდის ყოფილი თავკაცი ჰანსი ფლიკი განიხილება. თუ გერმანულ გამოცემა Bild-ს დავუჯერებთ, ამ მომენტისთვის "რეკორდმაისტერის" გაწვრთნასთან ყველაზე ახლოს ფლიკია, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეთავაზების შემთხვევაში, ანტონიო კონტე
მზადაა, "ბაიერნი" გაწვრთნას.

შეგახსენებთ, ტუხელმა მიუნხენური გუნდი 2023 წლის მარტში ჩაიბარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული