"ბაიერნი" და "რეალი" ჩაბი ალონსოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი" "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელის, ხაბი ალონსოს დამატებისთვის იბრძოლებენ.

მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტი მომდევნო ზაფხულს "ბლანკოსს" დატოვებს და სათავეში ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება, რაც შეეხება ტუხელს, გერმანული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ "რეკორდმაისტერის" ბოსები გერმანელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოები არიან.

თავის მხრივ, ალონსოს "ლევერკუზენი" შესანიშნავად გამოიყურება, ესპანელი თავკაცის დამოძღვრილი გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 4 ტურის შემდეგ "ბაიერნთან" ერთად პირველ ადგილს იყოფს.

ჯერჯერობით უცნობია, სად სურს სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება ესპანელს, თუმცა თუ Marca-ს დავუჯერებთ მისთვის ბრძოლაში ფავორიტი მადრიდელები
არიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალი გასაგებია და თითქმის ცხადია რომ რეალში იმუშავებს ალონსო.აი ამ ბაიერნის ვერ გამივია რა უნდათ.რა არ ასვენებთ.შარშან იმდენი იჩალიჩეს მშვენიერი მწვრთნელი ნაგელსმანი რაღაც აბსურდული საბაბით,რეალურად კი ტუხელის გამო გააგდეს.ახლა ეს ტუხელიც აღარ უნდათ.რა სჭირს ამ კლუბს,არ იქცეოდა ხოლმე ასე უაზროდ.
Master
16:06 17-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული