ლევანდოვსკიმ, ამ მომენტისთვის, მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ Marca-სთან საუბარში განაცხადა, თუ ვის მიიჩნევს ახლა საუკეთესო ფეხბურთელად.

"ბლაუგრანას" ფორვარდი ორიგინალური არ ყოფილა და ასეთ მოთამაშეებად "რეალისა" და პსჟ-ის ლიდერები დაასახელა.

"ძნელია საუკეთესოს დასახელება, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები და ევროპის ჩემპიონატია. თუმცა, ამ მომენტში კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები არიან," - თქვა პოლონელმა.

ლევანდოვსკი "ბარსას" რიგებში 2022 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. მიმდინარე სეზონში, რობერტმა "ბარსელონას" მაისურით, ჯამში, 43 შეხვედრა ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და
9 შედეგიანი პასი გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი, შენა ხარ კიდევ საუკეთესო რა? ბარსაში დაჩმორებული რო დადიხარ.
აუცვი რა?
14:38 29-04-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული