"თუ მასზე ვილაპარაკებ, სპალეტი გაბრაზდება" - ტუხელს ოსიმენზე ჰკითხეს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" ლიდერი ვიქტორ ოსიმენი, ზაფხულში "ბაიერნის" მთავარი სამიზნე იქნება. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს ჰკითხეს.

გერმანელის თქმით, თუ ნიგერიელზე ისაუბრებს, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მასზე გაბრაზდება.

"ცხადია, ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს. მაგრამ თუ ახლა რამეს ვიტყვი და ეს იტალიაშიც გავრცელდება, ჩემი კოლეგა ლუჩანო სპალეტი გაბრაზდება და იტყვის: "თომას, პირს რატომ არ ხურავ?" - ამიტომ მირჩევნია სხვა კლუბების ფეხბურთელებზე არ ვისაუბრო" - განაცხადა ტუხელმა.

შეგახსენებთ, ოსიმენმა "ნაპოლის" მაისურით
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი გამართა, თავი კი 25 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

მომზადებულია Calcionapoli-ს მიხედვით

alt"გატუზოსთან ვალში ვარ, სპალეტიმ ჩემგან დინამიტი შექმნა" - ვიქტორ ოსიმენის ინტერვიუ

altოსიმენის წასვლა ახლოვდება - "ბაიერნმა" პირველი ნაბიჯი გადადგა

მკითხველის კომენტარები / 2 /
სპალეტი უცნაური პირობნებაა როგორც ჩანს...გვარდიოლას შემდეგ ტუხელმაც წაიკბინა ბრაზდებაო, რა გახდა ასეთი კომენტარს რომ ვერ უკეთებენ.. ვფიქრობ მოურინიოს შიშხათი აკლია პრესკონფერენციებს ლიგაზე.
შავი კაცი
14:40 15-04-2023
2
ჯერ იყო გვარდიოლამ თქვა სპალეტი გაბრაზდება ნაპოლიზე რამე რომ ვთქვაო. ახლა კიდევ ტუხელი. როგორ ყველას ჩვენი ვარლამისავით აშინებს სპალეტი.
G.LA
13:41 15-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული