"ბორუსიას" მარკო როისის გაშვება არ უნდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა მარკო როისმა თქვა, რომ სანამ ტრავმას ბოლომდე არ მოირჩენს, არ ითამაშებს, კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება და გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს.

კლუბის ხელმძღვანელობას კი მისი გაშვება არ უნდა. "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა "კიკერს" განუცხადა, რომ ყველანაირად შეეცდებიან როისის დატოვებას, თუმცა არჩევანი თავად ფეხბურთელის გასაკეთებელია.

მარკომ ტრავმა გერმანიის თასის ფინალურ მატჩში "აინტრახტთან" მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული