ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიდი ქამბექების საღამო - პსჟ და "დორტმუნდი" ნახევარფინალში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

პსჟ-მა სახლში 2:3 წაგების შემდეგ გასვლაზე „ბარსელონას“ 4:1 სძლია. შეხვედრის დასაწყისში მასპინძლები რაფინიამ დააწინაურა. ცოტა ხანში კატალონიური გუნდის მცველი არაუხო ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს, დემბელემ კი ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ვიტინიამ შორიდან დარტყმით პარიზელები წინ გაიყვანა. მერე დემბელეს მიერ მოპოვებული პენალტით ტერ შტეგენის კარი მბაპემ დალაშქრა. ბოლოს კილიანმა დუბლი შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

მადრიდში 1:2 დამარცხებულმა „დორტმუნდმა“ „ატლეტიკოს“ საკუთარ მოედანზე 4:2 მოუგო. “დორტმუნდმა“ პირველ ტაიმში
მოახერხა 2:0 დაწინაურება, თუმცა შესვენების შემდეგ ჰუმელსმა და კორეამ გაიტანეს და ანგარიში გათანაბრდა. ისევ შეუტიეს მასპინძლებმა, ობლაკს ფიულკრუგმა და ზაბიტცერმა გაუტანეს და „ბორუსიამ“ 1/2-ფინალში გააღწია.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 50 309 მაყურებელი
ბარსელონა - პსჟ 1:4
გოლები: 1:0 რაფინია (12), 1:1 დემბელე (40), 1:2 ვიტინია (54), 1:3 მბაპე (61, პენ), 1:4 მბაპე (89)
გაძევება: არაუხო (29, ბარსელონა)

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ატლეტიკო 4:2
გოლები: 1:0 ბრანდტი (34), 2:0 მატსენი (39), 2:1 ჰუმელსი (49), 2:2 კორეა (64), 3:2 ფიულკრუგი (71), 4:2 ზაბიტცერი (74)

. პსჟ უკანასკნელ 5 წელიწადში მესამედ გავიდა ნახევარფინალში.
"ბარსელონა" ზედიზედ მეხუთე სეზონში ვერ გავიდა ნახევარფინალში.
. დემბელემ „პარი სენ ჟერმენში“ 36 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა - აქედან 2 „ბარსას“ კარში.
. მბაპემ მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგებში პირველმა გაიტანა 40+ გოლი.
. "დორტმუნდი" ნახევარფინალში 11 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
. ნახევარფინალში პსჟ "დორტმუნდს" დაუპირისპირდება.

alt"ეს "ბარსელონას" დნმ-ის დამსახურებაა" - ხავი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდების გამყვან მწვრთნელებზე

alt"დემბელე ბო**ია" - "ბარსელონას" ფანები ყოფილ ფეხბურთელს შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეეგებნენ და პსჟ-ის სასტუმროსთან ღამით დიდი ამბავი მოაწყვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
არადა ბარსას ფინალში ეგონა თავი უკვე :):):)
zura
09:49 17-04-2024
0
ესპანურმა გუნდებმა ჩაისვარეს, დღეს რეალსაც იგივე ბედი ელის
დავით 67
09:48 17-04-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული