ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: პსჟ-ც გავიდა - 18 დეკემბერს პლეი-ოფის წილისყრაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეექვსე, დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა. 16 მერვედფინალისტიდან 14 უკვე ცნობილი იყო და დარჩენილი ორი გუნდიც გაირკვა - პსჟ და „პორტუ“.

პლეი-ოფის საგზური "მანჩესტერ სიტიმ", "ბაიერნმა", "ინტერმა", "სოსიედადმა", "რეალმა", "ლაიფციგმა", "ატლეტიკომ", "ბარსელონამ", "დორტმუნდმა", "ლაციომ", პსვ-მ, "არსენალმა", „ნაპოლიმ“, „კოპენჰაგენმა“, პსჟ-მა და „პორტუმ“ მოიპოვეს. კენჭისყრა 18 დეკემბერს ჩატარდება.

ევროპა ლიგაზე ასპარეზობას "გალათასარაი", "მილანი", "შახტარი", "ლანსი", "ბრაგა", "ბენფიკა", "ფეიენოორდი" და "იანგ ბოიზი" გააგრძელებენ.

E ჯგუფი

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ლაციო 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (6), 2:0 ლინო (51)

გლაზგო. "სელტიკ
პარკი"

სელტიკი - ფეიენოორდი 2:1
გოლები: 1:0 პალმა (33, პენ), 1:1 მინტე (82), 2:1 ლაგერბილკე (90+1)

F ჯგუფი

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - პსჟ 1:1
გოლები: 1:0 ადეიმი (51), 1:1 ზაირ-ემერი (56)

ნიუკასლი. "სენტ ჯეიმს პარკი"
ნიუკასლი - მილანი 1:2
გოლები: 1:0 ჟოენილტონი (33), 1:1 პულიშიჩი (59), 1:2 ჩუკვუეზე (84)

G ჯგუფი

ლაიფციგი. "რედ ბულ არენა"
ლაიფციგი - იანგ ბოიზი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (51), 1:1 კოლი (53), 2:1 ფორსბერგი (56)

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
ცრვენა ზვეზდა - მანჩესტერ სიტი 2:3
გოლები: 0:1ჰემილტონი (19), 0:2 ბობი (62), 1:2 ხვან ინ ბომი (76), 1:3 ფილიპსი (85, პენ), 2:3 კატაი (90+1)

H ჯგუფი

პორტუ. "დრაგაო"
პორტუ - შახტარი 5:3
გოლები: 1:0 გალენო (9), 1:1 სიკანი (29), 2:1 გალენო (43), 3:1 ტარემი (62), 3:2 ეუშტაკიუ (72, საკ. კარში), 4:2 პეპე (76), 5:2 კონსეისაო (82), 5:3 ეგინალდო (88)

ანტვერპენი. "ბოსუილსტადიონი"
ანტვერპენი - ბარსელონა 3:2
გოლები: 1:0 ვერმერენი (2), 1:1 ფერან ტორესი (35), 2:1 იანსენი (56), 2:2 გიუ (90+1), 3:2 ილინიკენა (90+2)

მკითხველის კომენტარები / 1 /
აღნიშნული ბმულიდან: https://1tv.ge/news/chempionta-liga-cnobilia-14-mervedfinalisti-1tvsport/ ჩანს თუ რაოდენ წარმატებულია ლა ლიგა, სადაც უმეტესობა ოქროს ბურთის მფლობელი ასპარეზობდა, ასპარეზობს და იასპარეზებს, ვიდრე პრემიერლიგაში (დოღლიგა)!

1. ესპანეთი: ბარსელონა, რეალი, სოსიედადი, ატლეტიკო

2. იტალია: ნაპოლი, ინტერი, ლაციო

3. გერმანია: ბაიერნი, ლაიპციგი, დორტმუნდი

4. ინგლისი:მანჩესტერ სიტი, არსენალი

5. საფრანგეთი: პსჟ

6. პორტუგალია: პორტუ

7. ნიდერლანდები: ეინდჰოვენი

8. დანია: კოპენჰაგენი
ლაშა
12:08 14-12-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული