სტადიონები, სადაც ქართველი ლეგიონერები საშინაო მატჩებს ატარაბენ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ფარგლებს გარეთ უამრავი ფეხბურთელი თამაშობს. ზოგიერთი მათგანი ეგზოტიკურ ჩემპიონატებშიც ასპარეზობს.

ამ სტატიაში გაჩვენებთ იმ სტადიონებს, სადაც ისინი საშინაო მატჩებში ასპარეზობენ.

გიორგი ლორია და ჯაბა ლიპარტია, მახაჩყალის "ანჟიში" ასპარეზობენ. კლუბი საშინაო თამაშებს ქალაქ კასპისკში "ანჟი არენაზე" ატარებს, რომლის ტევადებოდა 31000 მაყურებელია.

კასპისკი მახაჩყალიდან 18 კილომეტრის მოშორებით არსებული ქალაქია. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 100 129 ადამიანს შეადგენს.


Sportall.Ge

Sportall.Ge

პოლონეთის ქალაქ სჟეშინის კლუბში ასპარეზობს ლაშა დვალი. მისი კლუბი კი საშინაო მატჩებს "მიესკის" სტადიონზე ატარებს, რომელიც 18 027 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

ესპანეთის ქალაქ ტარაგონას
კლუბში თამაშობს ოთარ კაკაბაძე. მისი "ხიმნასტიკი" კი "ნუო ესტადიონ დე ტარაგონაზე ასპარეზობს.


Sportall.Ge

პოლონეთის ქალაქ კიელჩეს კლუბში გამოდის ნიკა კაჭარავა. ქართველო ფორვარდის "კორონა", "კოლპერტერ არენაზე" ასპარეზობს, რომელზეც 15 550 ადამიანი ეტევა.

Sportall.Ge

ქალაქ ტულას საფეხბურთო კლუბ "არსენალის" მაისურს ირგებს გია გრიგალავა. "არსენალ არენა" კი 20 048 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

ჰოლანდიის ქალაქ არნემის კლუბში თამაშობს გურამ კაშია და მისი კაპიტანიცაა. კაშიას "ვიტესი" "გერლე დომზე" ასპარეზობს, რომელსაც 25 500 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

Sportall.Ge

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის კლუბში ასპარეზობს გიორგი ნავალოვსკი. ქართველი მცველის "სკა ენერგიას" საშინაო მატჩებს "ვლადიმერ ლენინის" სახელობის სტადიონი მასპინძლობს.

Sportall.Ge

ლატვიის დედაქალაქ რიგას საფეხბურთო კლუბ "რიგასში" ასპარეზობს ლაშა შერგელაშვილი.

ქართველი ნახევარმცველის კლუბი "არკადიას" სახელობის არენაზე ასპარეზობს, სადაც 1000 ადამიანი ეტევა.

ინტერნეტში ამ სტადიონის მხოლოდ ერთი სურათის მოძიებაა შესაძლებელი...


Sportall.Ge

ბელარუსიის ქალაქ ბორისოვის კლუბში თამაშობს ვაკო გვილია. ქართველი ნახევარმცველი კლუბი "ბორისოვ არენაზე" ასპარეზობს, სადაც მისვლა და თამაშზე დასწრება 13 126 გულშემატკივარს შეუძლია.

Sportall.Ge

ესპანეთის ქალაქ რანდერსის ამავე სახელწოდების კლუბში ასპარეზობს საბა ლობჟანიძე. მისი კლუბი საშინაო შეხვედრებზე 12 000 მაყურებლის თვალწინ BioNutria Park-ზე  ატარებს.

Sportall.Ge

დავით სხირტლაძის და მათე ვაწაძის "სილკებორგი" ამავე სახელწოდების ქალაქში ასპარეზობს. ქალაქის JYSK park კი 10 000 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" საშინაო შეხვედრებს მოსკოვში, Otkrytiye Arena-ზე" ატარებს, რომელიც 45 360 ადამიანზეა გათვლილი.

Sportall.Ge

დანიის ქალაქ ესბიერგში, ამავე სახელწოდების კლუბში ასპარეზობს ლაშა პარუნაშვილი, სადაც ცოტა ხნის წინ ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კაკაბაძაცე გამოდიოდნენ.

ადგილობრივი "ბლუ ვოთერ არენა" კი 18 000 მაყურებელს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში თამაშობს საბა კვირკველია "ლოკომოტივი". კლუბის საშინაო არენა კი, რომელიც 28 800 გულშემატკივარს იტევს, RZD Arena-ს სტადიონია.


Sportall.Ge

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, ამავე სახელწოდების კლუბში ასპარეზობს თორნიკე ოქრიაშვილი. ქართველი ფეხბურთელის გუნდი საშინაო მატჩებს Stadion FK Krasnodar-ზე ატარებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

რუსეთის ქალაქ უფაში, ამავე სახელწოდების კლუბში თამაშობს ჯიმი ტაბიძე. მისი კლუბი კი საშინაო მატჩებს Stadion Neftyanik-ზე ატარებს, რომელიც 15 234 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

რუსეთის ქალაქ ეკატენიბურგში თამაშობს გიორგი ჭანტურია. მისი "ურალი" კი SKB-Bank Arena-ზე ასპარეზობს, რომელიც 13 000 მაყურებელს იტევს.

Sportall.Ge

ამერიკის ქალაქ სან-ხოსეში თამაშობს ვაკო ყაზაიშვილი. მისი ამავე სახელწოდების კლუბი კი Avaya Stadium-ზე თამაშობს. ტევადობა - 18 000

Sportall.Ge

ბელგიის ქალაქ გენტში, ამავე სახელწოდების კლუბში ასპარეზობს გიორგი ჩაკვეტაძე. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ბურთს, GHELAMCO-arena-ზე, 20 000 გულშემატკივარის თვალწინ აგორებს.

Sportall.Ge

პოლონეთის ქალაქ გდინიაში საფეხბურთო კლუბ "არკაში" თამაშობს ლუკა ზარანდია. საშინაო არენა Stadion Miejski გახლავთ, ტევადობა კი 15 139.

Sportall.Ge

გერმანიის ქალაქ ნიურბერგში, ამავე სახელწოდების კლუბში ასპარეზობს ლუკას ჰუფნაგელი. საშინაო არენა Max-Morlock-Stadion გახლავთ, რომელიც 50 000 გულშემატკივარზეა გათვლილი.

Sportall.Ge

ავსტრიის ქალაქ ვენაში, Allianz Stadion-ზე ასპარეზობს გიორგი ქვილითაია. "რაპიდის" სტადიონი 28 345 ადამიანზეა გათვლილი.

Sportall.Ge

"კარლო კასტელანის" სტადიონზე, იტალიის ქალაქ ემპოლიში, ადგილობრივი სახელწოდების გუნდში, ირჯება ლევან მჭედლიძე. ტევადობა - 16 284 ადამიანი.

Sportall.Ge

ესტონეთის დედაქალაქ ტალინის კლუბში ასპარეზობს ზაქარია ბეგლარიშვილი. ქართველი ნახევარმცველის კლუბის, "ფლორას" საშინაო არენა კი A. Le Coq Arena გახლავთ. ტევადობა - 10 210 ადამიანი.

Sportall.Ge

ირანის ქალაქ ფოლადშაჰარის კლუბ, "ზობ აჰანში" ასპარეზობს ქართველი მცველი გიორგი გველესიანი. კლუბის საშინაო არენა Folād Shahr Stadium კი 20 000 ადამიანზეა გათვლილი.


Sportall.Ge

Sportall.Ge

ირანშივე ასპარეზობს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი საბა თავაძე. იგი ქალაქ აჰვაზის კლუბ "ჰუზესტანის" მაისურს ირგებს. საშინაო არენა Ghadir Stadium-ზე 38 960 ადამიანი ეტევა.

Sportall.Ge

პორტუგალიის ქალაქ ვიზეუს გუნდში ირჯება ავთანდილ ებრალიძე. ქართველი ფეხბურთელის "აკადემიკას" საშინაო არენა Estádio Municipal do Fontelo გახლავთ. ტევადობა - 14 368.

Sportall.Ge

სლოვაკეთის საფეხბურთო კლუბ "ტრენჩინში" ასპარეზობს ქართველი ფორვარდი გიორგი ბერიძე. ამავე სახელწოდების ქალაქში მდებარე Mestský futbalový štadión Na  - სტადიონი კი 15 712 ადამიანზეა გათვლილი.

Sportall.Ge

უკრაინის ქალაქ პოლტავას საფეხბურთო კლუბ "ვორსკლაში" ასპარეზობენ სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე. Stadion Vorskla im. Oleksiya Butov'skogo არენა კი 24 795 ადამიანზეა გათვლილი.

Sportall.Ge


ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში, ამავე სახელწოდების კლუბში ასპარეზობს გიორგი პაპუნაშვილი. კლუბის საშინაო არენა Estadio de la Romareda გახლავთ. ტევადობა - 34 596.

Sportall.Ge

უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშში, ადგილობრივ კლუბში ასპარეზობს ბაჩანა არაბული, რომელსაც ახლახანს ლაშა შინდაგორიძეც დაემატა. მათი საშინაო არენა 3500 ადამიანის ტევადობით Balmazújvárosi Városi Sportpálya არენა გახლავთ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
შერგელაშვილი ტყეში თამაშობს ჰაჰაჰაჰა :D :D :D :D :D :))))))))
0
ამათ რა აქვთ საწუწუნო(შერგელაშვილის გარდა ტყეში თამაშობშ თურმე) ზარმაცები არიან კრასნოდარის სტადიონი ზღაპარი იყო
გენო
12:36 14-01-2018
1
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული