გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს

AutoSharing Option
"დილა" "რაპიდში" გადასულ ტიერი გეილს გამოემშვიდობა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დილამ "ვენის "რაპიდთან" შეთანხმებას მიაღწია ტიერი გეილის ტრანსფერთან დაკავშირებით. ტრანსფერის თანხა 660 000 ევროს შეადგენს, რომლის გადახდაც მოხდება ეტაპობრივად 2023-2025 წლების სეზონებში.

ტიერი ჩვენმა გუნდმა უფასოდ დაიმატა "ჰონვედ ბუდაპეშტიდან", რომელიც მიიღებს მნიშვნელოვან თანხას ამ ტრანსფერიდან, რადგან "ჰონვედმა" შეინარჩუნა უფლებები მომავალი გაყიდვიდან.

ტიერი აღმოაჩინა საერთაშორისო სკაუტურმა პლატფორმა STARI-მ, რომელიც მუშაობს გორის "დილასთვის" და ასევე - ექსკლუზიურად ისრაელში, ისრაელის ჩემპიონ "მაკაბი ჰაიფასთვის". "სტარიმ" წარსულში "დილაში" სხვა გამორჩეული ლეგიონერები მოიყვანა, მათ შორის, ლეანდრო
რიბეირო და უსმან კამარა.

ტიერიმ 74 მატჩში 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან დიდი პროგრესი განიცადა გორის "დილაში". მადლობას ვუხდით მას გუნდის წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. დარწმუნებული ვართ, იგი გააგრძელებს თავისი გამორჩეული ნიჭის ჩვენებას მსოფლიოს წინაშე და ამაყად წარმოაჩენს ჩვენს კლუბს. მადლობა, ტიერი!", - ნათქვამია გორული კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბოლოს ისე გამოვა, რომ დილას 1 ლარი დარჩება ამ ტრანსფერიდან :)
კირკიტა
20:46 15-09-2023
0
წარმატებული მენეჯერი ვარო კი იძახი მარა ფეხბურთი ელემენტარულ დონეზეც კი არ იცი. როგორ გგონია ტრანსფერი რო კეთდება პირველს რას ითვალისწინებენ? მე გეტყვი ფეხბურთელის სურვილს. შეიძლება კონკრეტული გუნდი უფრო მეტს გთავაზობს მარა ფეხბურთელს არ უნდა იმ გუნდში გადასვლა და ძალით ხო არ გაუშვებ? თორე როგორ ფიქრობ დილას მენეჯმენტში ისეთი სულელები არიან რო მაგათზე იყო დამოკიდებული ერთი კონკრეტული გუნდი უფრო მეტს სთავაზობდა და ნაკლებად გაყიდეს? გგონია რო მათემატიკა მინიმალურ დონეზე არ იციან? აი შენ კიდევ გეტყვი რო არ იცი ფეხბურთი და ისევ ჯობია რაც იცი ის აკეთე შენ წარმატებულ ბიზნეს მიაწექი.
ლევან 888 იანს
13:38 06-09-2023
1

სიახლეები პოპულარული