ზურიკოს "ბორდო" სტუმრად "ლავალთან" 0:1 დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის 35-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „ლავალთან“ 0:1 დამარცხდა, რომელსაც ბოლო 3 მატჩი დიდი ანგარიშით ჰქონდა წაგებული.

სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ზურიკო დავითაშვილი აქტიური იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში ჟან ვიპოტნიკი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე მამადუ სამასამ მოიგერია. შემდეგ კი კონტრშეტევაზე პაბლო პაგისმა მასპინძლები დააწინაურა. 74-ე წუთზე გაეტან ვაისბეკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ჟირონდელები კაცნაკლულები დარჩნენ და მარცხი განიცადეს.

დავითაშვილის თამაში Sofascore-მ 6.8 ქულით შეაფასა, ხოლო Flashscore-მ 6.6-ით.

„ბორდო“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა და
3 მაისს „აიაჩოს“ უმასპინძლებს.

ლავალი. „ფრანსის ლე ბასერი“
ლავალი - ბორდო 1:0
გოლი: პაგისი (61)
გაძევება: ვაისბეკი (74, ბორდო)

alt"გერმანიაში ტურისტებად არ მივდივართ" - სანიოლმა ფრანგულ ტელეარხთან დავითაშვილის და მიქაუტაძის პროგრესზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა ხალხო.მშვენიერი გარჩევა გამოვიდა,გეოგრაფიულ ტერმინზე.ასეთი კოლეგიალურობა,ნამდვილად მირჩევნია ვითომ პატრიოტულ ლანძღვა გინებას,ორივე მხრიდან.გოლი კი,მართლაც მშვენიერია.წავედი,მეორე ტაიმის სანახავად.
სოსო
23:05 03-05-2024
0
აიაჩო მდებარეობს კორსიკაში, კორსიკული ენა არის იგივე იტალიური ენა. კორსიკულ-ტოსკანურიდან წარმოიშვა ზოგადად დღევანდელი იტალიური. ამ ქალაქს ფრანგები იშვიადათ, მაგრამ მაინც უწოდებენ აჟაკსო-ს, თუმცა ძირითადად მოიხსენიება ფრანგების მიერაც, როგორც აიაჩო. აიაჩოდან იყო ნაპოლეონ ბონაპარტი.
სიმენონი
22:17 28-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული