"ქუთაისმა" გაუ-ს დამაჯერებლად მოუგო და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "ქუთაისი" ნახევარფინალში გაუ-ს ხვდება, რომელმაც თავის მხრივ, მე-4 ადგილი დაიკავა. ორივე გუნდმა პლეი-ოფის პირველ – მერვედფინალურ სერიაში, 5 მატჩი ითამაშა, თუმცა ორივე მათგანმა გვარიანად დაისვენა და ნახევარფინალური სერიაც გაიხსნა. ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში ფავორიტად მიჩნეულმა მასპინძლებმა იმარჯვეს. შეხვედრა ისე დაიწყო და დასრულდა, არც ანგარიშით და არც სხვა მხრივ, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა დაგეგმილი და გაუსაჩივრებელი გამარჯვება მოიპოვა – 107:90 (სტატისტიკა). გაუ ბოლომდე ეცა
და, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გამართულად მოთამაშე ქუთაისელებმა ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს და თამაში ისე ჩაამთავრეს, შეცდომები მეტოქეზე ნაკლები დაუშვეს – შესაბამისად, გაიმარჯვეს კიდეც.

პირველი პერიოდის შემდეგ "ქუთაისი" 33:17 იგებდა, თუმცა დიდი შესვენებისთვის სხვაობა უკვე 23 ქულამდე ავიდა – 60:37. აქ ყველაფერი ცხადი გახდა, თუმცა გაუ-ს ჰქონდა შანსი შერჩენილი, რომლის გამოყენება მე-3 პერიოდში უნდა დაეწყო, რაც არ გამოუვიდა. აღნიშნული მონაკვეთიც მასპინძლებმა მოიგეს, მართალია, მინიმალური სხვაობით, თუმცა ეს საკმარისი იყო მატჩის ბედის გადასაწყვეტად.

1 პერიოდში 24-ქულიანი სხვაობის გაბათილება შესაძლებელია, თუმცა გაუ-მ სენსაციის მოხდენა ვერ შეძლო და სერიაში 0:1 ჩამორჩა. მასპინძლებმა გუნდურად ითამაშეს – 6-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც საუკეთესო დეტრეკ ბრაუნინგი იყო 17 ქულითა და 8 პასით. 15 ქულა გიორგი სულაბერიძემ მოაგროვა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 10 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. სეუში 24 ქულით საუკეთესო იყო აიზია სმოლი. ივან მეგენეიშვილმა 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

სერიის მე-2 შეხვედრა ისევ ქუთაისში, 10 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0