"პარი სენ ჟერმენი" კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერს გააკეთებს, ქართველი ტრანსფერს მიესალმება" - RMC Sport-ი მოლაპარაკებების დეტალებზე წერს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "პარი სენ ჟერმენის" გარემარბი კილიან მბაპე, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის "რეალს" შეუერთდება.

RMC Sport-ის ცნობით, ლუის ენრიკემ ფრანგის შემცვლელთა სია უკვე შეადგინა, სადაც მოწინავე ადგილს "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ფეხბურთელის გარემოცვასა და პარიზული კლუბის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

"ლუის ენრიკემ მბაპეს შემცვლელების სია უკვე შეადგინა, სადაც პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს და პსჟ ქართველის ამ ზაფხულსვე შესაძენად ყველაფერს გააკეთებს. გასულ კვირას ფრანგული კლუბისა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის შეხვედრა შედგა,
მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართა, ქართველი ამ ტრანსფერს მიესალმება, თუმცა ჯერჯერობით პირად კონტრაქტზე შეთანხმება არ მომხდარა და დე ლაურენტისსაც არანაირი წინადადება არ მიუღია", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 42 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა

alt"კვარაცხელიას პსჟ-სკენ სანიოლი უბიძგებს" - ფრანგი აგენტი

altკვარაცხელია და ოსიმენი ერთად ამჯერად პარიზში შეუტევენ? - პსჟ მორიგი დიდი ცვლილებებისთვის ემზადება

მკითხველის კომენტარები / 35 /
რა თქმა უნდა პრემიერლიგა და პრიმერა ჯობია,მაგრამ არაა ასე ჩვენს ასარჩევად.
ნაპოლის კიდე ხირონაც ჯობია,მარსელიც და შტუტგარტიც.
იმიტომ რომ გუნდი მონათმფლობელის ხელშია.
ვიეტნამში რო ამუშავებდნენ ბავშვებს კაპიკებზე ასეთი ტიპია ლავრენტა და უნდა გაასწოროს მაქედან
Levani
03:09 11-05-2024
0
უნდა წავიდეს პსჟ-ში და ლიგაც დადოს.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული