ტური 10: "დილამ" "გაგრას" მოუგო

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გორის "დილამ" მინიმალური სხვაობით მოუგო აუტსაიდერ "გაგრას" და მეორე ადგილზე გადავიდა.

​​​​​​​გაგრა 0:1 დილა

​​​​​​​ერთადერთი გოლი ანგოლურ-სენეგალურ-ქართული კომბინაციით გავიდა. ანტონიო ლოპესმა მარჯვნივ გააყოლა ბურთი იბრაჰიმა დრამეს, რომლის გასწვრივ პასსაც მოჰყვა შოთა შეყილაძის ზუსტი დარტყმა.

ეს გოლი 39-ე წუთზე გავიდა. შეყილაძემ მეოთხე გოლი გაიტანა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მომენტები კიდევ იყო, ბოლო წუთებზე კი არბიტრმა ბაკურ ნინუამ პენალტი დანიშნა "დილას" კარში, თუმცა VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. საბოლოოდ 0:1.

"დილა" მეორე საფეხურზეა და მხოლოდ
5 გოლი აქვს გატანილი (ყველაზე ცოტა მიმდინარე სეზონში). "გაგრას" რაც შეეხება, ზედიზედ მეოთხედ წააგო.

erovnuliliga.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
Მგონი უკვე თვალი დაადგეს ბათუმში ორიგინალ გორის დილას.აბა ეხლა რას აპირებთ ბათუმელები,ალბათ მთელ გუნდს გადაიყვანთ.
Ჯერ სადა ხართ,ევროთასებზე რო გაბანძდებით მერე მიხვდებით დემჩენკოს კლასს.ვილი სანიოლს კი იწუნებდა თავის ჭკუაში.ალბათ ფიქრობდა ევროპაზე ვერ გავიდოდით და ნაკრების მწვრთნელობა მოუნდა.სულ რო მარჩელო ლიპის დონის იყოს დემჩენკო სანიოლთან კაცობაში ვერ მოვა
Ბათუმის გორის დილა
18:51 22-04-2024
0
გატანილი არა - გაშვებული
ქართველი
09:43 22-04-2024
0

სიახლეები პოპულარული