"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
ვაისი კი არა მიშა წავიდა. იგი წავა და სხვა მოვაო ხომ გაგიგიათ. უბრალოდ ქართულ რეტრო ფეხბურთს რა ეშველება.
haha
07 ოქტომბერი 2017 11:45
2
მწვრთნელი რომ იწყებს ფეხბურთელებზე წუწუნს, არ მივარგაო, ნახეთ სად თამაშობენო(რაც ყველამ ვიცით), გასაშვებია. პირდაპირი დემოტივაციაა ფეხბურთელების. ეს გუნდს ვერასდროს მოაგებინებს (შეიძლება გაუვარდეს ერთხელ).
Misha
07 ოქტომბერი 2017 11:38
3
ვაისი წავა, მაგრამ საქმეს ეს არ უშველის. ვინ არ გვყავდა ნაკრების მწვრთნელად, გაიხსენეთ. უკვე მერამდენედ მიმდინარეობს მსჯელობა ბავშვთა ფეხბურთზე, თემა არ დაძრულა ადგილიდან. ახალგაზრდული ნაკრებები კატასტროფულად აგებენ. სახელმწიფომ რა ქნას? რაც შეუძლია ასიგნებებს ხარჯავს, მაგრამ ფული რაციონალურად ვერ იხარჯება. დიდი რეფორმები გვჭირდება ფეხბურთში, ტალანტების ხელის შეწყობა არის საჭირო. დღეს, ბავშვთა ფეხბურთში ჩაწყობის გარეშე არ გათამაშებენ.
მერაბი
07 ოქტომბერი 2017 11:26
4
ჩვენს ფეხბურთს ისე ეშველება როგორც მკვდარს უშველის კლიზმა
vava
07 ოქტომბერი 2017 11:01
0
ეს კაცი არის პროფესიონალი თაღლითი, 3 უთამაშებელ საყრდენს რო დააყენებ, რანაირად უნდა შეუტიო? დაეყენებია ხოჭო და აბუ, რო იძახის არ მყავდა სხვაო. დ ჯგუფიდან გასვლას ჩალიჩობენ. იმედია გაისად კანკავა, დვალიშვილი, ლორია დამთავრდება. კვეკვემ და გვილიამ სასწრაფოდ გუნდები უნდა შეიცვალონ, ებრალიძე და არაბიძე ნაკრებში, გუნდი 95 პროცენტით გადასახალისებელია
რატო
07 ოქტომბერი 2017 10:32
3
გააუქმეთ საერთოდ ფეხბურთი თყვილა იხარჯება ამდენი ფული !
burti
07 ოქტომბერი 2017 09:54
4
არ უყვარს ამ კაცს ინდივიდუალისტები,არაბიძე ხომ დატოვა,ჭანტურია არ შემოიყვანა,მაგრამ ხოჭოლავა გამოუშვა თანაც თავდასხმაში,პანიკური გადაწყვეტილებები,შეცვლების დაგვიანებები,რავიცი,ერდათერთი რაც სწორედ გააკეთა მერებაშვილი რომ გადაწია თავის საყვარელ ფლანგზე და იქიდან კიდეც გაამწვავა,თავიდანვე რომ მანდ დაეწყო არა?ვერ გრძნობს თამაშს...სერბეთმა წააგო და ნახავთ დიდი ანგარიშით გადაგვთელაავსსსსს...ორი აზრი არ არის,დააბრუნეთ ქეცბაია,კომენტარებს მაინც აკეთებდა ჯიგრულს...არ მყავს მესები მე და რა ვქნა...
patrioti
07 ოქტომბერი 2017 09:37
2
არაბიძე 4-1 წააგო დანიაში გუშინ. რაგაცას რო წერთ ხო უნდა იცოდეთ.
A
07 ოქტომბერი 2017 11:06
6
გვეკაიფება .რაქნას ცუდია უმუსშევრობა იცის ამ კაცმა )პასუხისმგებლობის თავზე აგება რასნისშნავს ეს შეაგნებიეთ.აგებ თამაშს და მცველი შემოგყავს 2/0 წაგება არუნდოდა)))
kkkk
07 ოქტომბერი 2017 09:37
1
ხოჭოლავა დაცვაში არ დაუყენებია. და აბსოლიტურად სწორად მოიქცა. ფეხბურთი რო არ იცით რატო წერთ. შეეშვით რა. მაგარი მწვრთნელია. ვაცადოთ და იქნება შედეგი. ამ ჯგუფში ასეთ გუნდებთან ფრეები არაა ადვილი. კარგია კარგიიი
A
07 ოქტომბერი 2017 11:12
13
ჭანტურია რატომ არ შემოიყვანე? საერთოდ რა წესია ბოლო 10 წუთში შეცვლის გაკეთება არ მესმის, სანამ თამაშში ჩაერთვები დროც მთავრდება. მეორე ნახევარში თავიდანვე ყაზაიშვილი იყო შესაცვლელი და ჭანტურია გამოსაყვანი. ჭანტურია უფრო მწვავეა, მე ვუყურებ რუსეთის ჩემპიონატს და ვხედავ. ყაზაიშვილს არ მინდა ეწყინოს მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მას უკვე ჰქონდა საუკეთესო წლები წარსულში.სისწრაფე გვინდა და სწრაფი აზროვნება. ნავალოვსკი და კაკაბაძე კარგები არიან. ძაან საწყენია ოქრიაშვილის ტრამვა. რაც ეხება ცხადაძეს, სწორ გზაზე იდგა და ინტერესით აკეთებდა საქმეს, გერმანიასთან თამაში ერთ რამედ ღირდა. როგორც იტყვიან ,ჩვენი/გულშემატკივრის ცოდვა ჰქონდეს კობიაშვილს, რომელმაც ცხადაძე გადააყენა ფულის გამო,წლები დაგვაკარგინა.ვაისი კარგი ადამიანია ეტყობა,როგორც პედაგოგი ჯობია ქეცბაიას, მაგრამ მგონია ან ცხადაძე ან არველაძე უნდა იყოს , როგორც ქართული ხასიათის უფო მცოდნეები, მაგრამ არა ხისტი და ნერვოზი ქეცბაია
ვაის
07 ოქტომბერი 2017 09:32
3
რა ცხადაძე, რა კობიაშვილი!? მოძველებულ ფეხბურთს ვთამაშობთ. მოძველებულ ფეხბურთს ვასწავლით ბავშვებს. იმედი გვაქ რო გამოჩნდება ვინმე ნიჭიერი და ამოიყვანს ფეხბურთს საფლავიდან. აგე ჩვენმა ნიჭიერებმა დანიაში წაასხეს. უშანსოდ. ფეხბურთი გუნდური თამაშია.
haha
07 ოქტომბერი 2017 11:25
1
ჩაავქოლოთ აბა მიდით.რას ერჩით მწვთნელს?მოლდოვასთან ბურთი გაშვება მისი ბრალი იყო რომ ჩვენი ნაკრებო ვერ ახერხებს ბოლოწამებამდე თამაშს?ან მჭედლიძემ,რომ ვერ შეაგდო პირისპირ და ვერ მოვიგეთ მისი ბრალი იყო?სერბთან ვაკომ ვერ შეაგდო პასი ვერ გაიმეტა ვაისის ბრალია ეს დაავალა?ირლანდიასთან გასვლაზე რო მ ჩაქვთმლიმა რამოდენიმე წამი მისი ბრალი იყო?ტაკტიკა ხოდააყენა და ბურთს პლობს ჩვენები აბ პირისპირ ვერ გატანა რა მისი ბრალია ლოგოკა შეეგდო ვაკოს, ლევანს ვაისი იქნებოდა მაგარი მწვთნელი ხო.ფეხბურთს ვთამაშობთ როგორც იქნა.ხოლო გატანა ფეხბურთელის საქმე და არა მწვთნელის
xoneli
07 ოქტომბერი 2017 09:27
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული