საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, ბოლოსწინა, IX ტურის მატჩი უელსის ნაკრებთან ჩაატარა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს "ზუგდიდის" ტრაგიკულად გარდაცვლილი მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას.

- ცუდი ფაქტი: უელსელთა პასუხი ქართველებს მათი ჰიმნის "შემოკლებისთვის" [VIDEO]

სანახევროდ შევსებულ "დინამო არენაზე" ანგარიშის გახსნის შანსი პირველად სტუმრებს ჰქონდათ, თუმცა გიორგი ლორიამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ძალიან სახიფათო იყო 38-ე წუთზე, ოთარ
კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქვილითაიას თავურიც, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა უელსელთა კარს.

უელსელებმა ანგარიშის გახსნა შესვენების შემდეგ მაინც შეძლეს. 49–ე წუთზე ტომ ლოურენსმა ჯერ საბა კვირკველიას აუარა გვერდი, შემდეგ კი გურამ კაშიას აერიდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლორიასგან შორეულ კუთხეში უძლიერესად დაარტყა – 0:1.

მე-80 წუთზე გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა გიორგი მერებაშვილს, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმის შემდეგ უელსელმა მცველებმა და მეკარემ კარი ერთობლივად გადაარჩინეს.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ფლობდა ბურთს, თუმცა რეალური ხიფათი სტუმართა კართან არ შეუქმნია და ანგარიშიც აღარ შეცვლილა. საბოლოდ, პირველად ისტორიაში, უელსის ნაკრებმა შეძლო საქართველოს ნაკრების დამარცხება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge


დღესვე D ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ავსტრიის ნაკრებმა შინ სერბეთს ანგარიშით 3:2 სძლია, ხოლო ირლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა დაამარცხა - 2:0.

ბოლო ტურის წინ D ჯგუფშს 18 ქულით კვლავ სერბეთი ლიდერობს, რომელსაც ქულით ჩამორჩება უელსი. მესამეზე ირლანდიაა 16 ქულით, მეოთხეზე კი - ავსტრია (12). საქართველოს ნაკრები 5 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე რჩება, ხოლო ცხრილის ბოლოში მოლდოვაა 2 ქულით.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას 9 ოქტომბერს, სტუმრად სერბეთთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა უელსთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო ყაზაშვილი, ჯაბა კანკავა (კ), ვაკო გვილია (89, დავით ხოჭოლავა), გიორგი მერებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი (76, ჯაბა ჯიღაური), გიორგი ქვილითაია (76, დავით სხირტლაძე).
მკითხველის კომენტარები / 41 /
vaisi normaluri taqtikosia magram gunds chajmuli memtaliteti ver moashora
shako
22:37 07-10-2017
1
აქ უმეტესობა მწვრთნელის გაშვება არ გაშვებაზე საუბრობს.მწვრთნელს უნდა ჰყავდეს "ფეხბურთელები" თამაში რომ მოიგოს,რომელიც ჩვენ არ გვყავს,როცა ჰყავდა ვაისს ფეხბურთელები მსოფლიოზეც გავიდა და ჯგუფიდანც მოახერხა გასვლა.
ლაშა
16:24 07-10-2017
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული