"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
მეტის ღირსები ვართ, რომელი მწვრთნელი აბრალებს ფეხბურთელებს მარცხს? პირველად ეს მარაზმი გააჟღერა ქეცბაიამ, ახლ ამან აუბა მხარი.
ვაის, ჩვენი ჯურნალისტები, არ შემშლია ჯურნალისტები, ამასაც ჩაყლაპავენ, როგორც ვ. ყაზაიშვილისთვის უბურთოთ თამაშის სწავლება ჩაყლაპეს, თითქოს ნაკრები ნუცას სკოლა ყოფილიყოს - დალცვილო თუ ფეხბურთელი შენს დავალებებს ვერ ასრულებს, რატომ იწვევ? ნაკრებში ვის ასწავლიან თამაშს?
ახლა მთავარი - შეტევის რესურსი არ გვაქვსო, ერთნაირად მსჯელობთ შენ და ქეცბაია - გავიგეთ და გვჯერა, რომ მესი, ნეიმარი, სუარესი, კავანი, მბაპე არ გვყავს, მაგრამ მარსელო, ალვეში, უოკერი, კარვახალი, კინიხი გვყაავს? მცველებით შეტევაზე თამაშს მათი გუნდები არ აწყობენ და შენ საიდან მოიტანე ეს ტაქტიკური უბედურება?

ქართველი
07 ოქტომბერი 2017 12:37
4
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ესეთი თამაშით (დაცვაზე აწყობილი, უფანტაზიო, უნიჭო, უემოციო), ფეხბურთი კარგავს ყველაზე მთავარს, იმას რისთვისაც ხალხს უყვარს. ხალხს სტადიონისკენ გახედვა აღარ უნდა. ბავშვები უემოციოდ ბრუნდებიან, იმის მაგივრად რომ ფეხბურთი და სტადიონზე მისვლა შეუყვარდეთ. შეიძლება წააგო მარა ემოციებისგან დაცლილი წამოხვიდე და შემდეგი თამაშის მოლოდინით. ქართული ფეხბურთი შეტევაა. სტადიონი ფეთქდება ყველა დარტყმაზე, დრიბლინგზე, ფინტზე.. და მერე ფეხბურთელებიც იმუხტებიან. მარტო მცველებს თუ ათამაშებ (თან მაინც აგებ), ფეხბურთი აღარაა. ასე კაპელომ ჩემპიონი გახადა რეალი მარა გაუშვეს. ვაისი თამაშს ვერ იგებს და მადლობა ვუთრათ?!
Misha
07 ოქტომბერი 2017 13:23
3
ეს თქვა ქეცბაიამაც მეტიკი არაფერი და ერის მოღალატედ გამოაცხადეს ლამის! 1:0 რო აგებ სახლში და მცველი გამოგყავს რამე ახალია? 3 თავდასხმელი რო გიზის სკამზე? ან ვაწაძე რო გყავს 3 თამაშში 4 გოლი რო აქ გატანილი და ვაფშე არ იძახებ ეგ რა ბაზარია?
Dati
07 ოქტომბერი 2017 12:24
0
Cxadadzis gashveba ar sheidzleboda, nakrebi ragacas daamsgavsa nel-nela.ratomac gaushves yvelam vicit.araferi ar eshveleba qveyanas, sanam ase gagrdzeldeba axali xelisufleba mova da yvelgan tavis xalxs tenis da ase grdzeldeba 25 welia samwuxarod
Dato
07 ოქტომბერი 2017 12:21
3
რა შედეგი დადო ცხადაძემ 4-0 ბს რო აგებდა?? ესპანეთს ცხადაძემ მოუგო
A
07 ოქტომბერი 2017 12:31
4
2012 წელს სლოვაკეთმა რაზე გაუშვა, სომხებმა რო გადაურბინეს შინ და გარეთ 4:0, 3:1
რომელი ვარსკვლავები ყავდათ სომხებს, ჩვენი ფეხბურთელების დონე რო არ მოსწონს,
მაგაზე უკეთესად ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი გაართმევს თავს.
დათა
07 ოქტომბერი 2017 12:19
3
ამას თუ ფედერაცია კონტრაქტს უხანგრძლივებს, ჩვენ აღარ გავუხანგრძლივოთ კონტრაქტი არც ერთს და არც მეორეს.
guri
07 ოქტომბერი 2017 12:18
4
ცხადაძე დააბრუნეთ
aferist
07 ოქტომბერი 2017 12:18
10
ეს რო გასაშვებია ფაქტია! კუპერს გადაუჯოკრა)) ეს არაა მომგები და გუნდის დამყენებელი
dato
07 ოქტომბერი 2017 12:02
5
უნდა დაიწყონ ახალი ფეხბურთელების გამოძახება ნაკრებში და ახალი გუნდის შენება, როცა უთამაშებელ ფეხბურთელს იძახებ ნაკრებში შენი ბრალია აბა ვისი!!! ფედერაცია არ უნდა იძახებდეს ფეხბურთელებს არამედ მწვრთნელი, სანამ ესე არ იქნება აზრი არაა აქ ამათზე ნერვიულობას.
ლაშა
07 ოქტომბერი 2017 11:56
3
CHAATARET GAMOKITXVA VISUNDA VAISI ROM DARCHES....ME ARMINDANAMDVILAD
euhh
07 ოქტომბერი 2017 11:53
7
juralistebo es pativi mainc dadet ers da sakutar propesias,rom vaisis datovebas da kmayopilebas rom gamoxatavs pederacia,gaacanit xalxis azri pederaciasac da vaisasac,radgan nakrebi aris eris da ara vinmesi piradi...VAISA UNDA WAVIDES
euhh
07 ოქტომბერი 2017 11:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული