"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
ვაისამ სლოვაკეთის ნაკრები წარმატებამდე იმიტომ მიიყვანა, რომ იცნობდა მათ, იცოდა მათი ფსიქოლოგია. მაგრამ:
მან არ იცის ქარტული ფსიქოლოგია (შეადარეთ ალექსანდრე შტილინს),
მას არც სურს გაიცნოს ქართული სული, იგი მხოლოდ თამაშის წინ ჩამოდის საქართველოში (შეადარეთ მილტონ ხეიგს),
მან ძირითად შემადგენლობაში გამოიყვანა უთამაშებელი ფეხბურთელები, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს,
ვერ შეურჩევს ფეხბურთელებს იმ ადგილს სადაც შეუძლია მეტი ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს,
ნაკრების შემადგენლობაში ჰყავს არაეფექტური და ნაკლებად ეფექტური ფეხბურთელები, ასევე ფსიქოლოგიურად არამტკიცე, (არაბყარი, მხდალი) მოთამა–შეები.
შესვენებაზე ვერ აკეთებს სწორ კორექტირებას, რათა გარდატეხა შეიტანოს თამაში,
ასევე არაეფექტურია შეცვლები,
მან არ იცის, რომ ჯობია ბურთი აგორაო მოწინააღმდეგის ნახევარზე, ვიდრე საკუთარ ნახევარზე და ა. შ.
ყველა ამ არგუმენტიდან გამომდინარე მან უნდა დატოვოს თანამდებობა და სასურველია იმანაც, ვინც იგი ჩამოიყვანა, რადგანაც მის წინამორბედს შეიძლება უკეთესი შედეგი მიეღო (მე ცხადაძის ადვოკატი არ ვარ).

ვახტანგი
08 ოქტომბერი 2017 12:22
1
300 მილიონი ბიუჯეტი გაყავით ქართულ ფეხბურთზე და ყველაფერს მიხვდებით. თითო პირველი ლიგის გუნდს მინიმუმ წელიწადში 10-20 მილიონი უნდა ხვდებოდეს. ეტყობათ ამის რამე?
vato
08 ოქტომბერი 2017 11:43
3
სანამ აიფონები და გოგოები + კლუბები და მანქანები იქნება მოდაში არაფერი გვეშველება.

მაგრამ მთავარი ჩემი აზრით არის გაუნათლებლობა.
ზოგადი განათლება რა ...
ss
08 ოქტომბერი 2017 11:02
3
არაბიძემ კი არა გეგუჩაძემ წააგო დანიაში,არ შეიძლება ესეთი კონტიგენტით ასეთი უღიმღამო თამაშის ჩვენება....ხო და ჯანოს და ოქრის არყოფნაში არაბაბიძის ნაირი ინდივიდუალისტი წაადგებოდა,ამ ფლანგებიდან ჩაწოდებით ვერ გავიდოდნენ ფონს უელსთან...ხოჭოლავა კიდევ მცველიააა და გამოიყვანა მეორე თავდასხმელად მაღალ ბურთზე სათამაშოთ რაც იყო შეცდომა ...ხო და როცა ვერ ერკვევი აღარ უნდა იფროფესორო....არც ერთი მოგება...სად არის შედეგი? ცხადაძე რატომ გაუშვეს?ვითომ შედეგი არ ჰქონდაო...დაეწყო ამასაც ქეცბაია ნახეთ სად თამაშობენ თვენი ფეხბურთელები და თავის მართლება...
patrioti
08 ოქტომბერი 2017 10:29
2
ეს ტქვა ქეცბაიამ და ჯურნალისტები აჯამყდნენ ეხლა ხმას რატო არ იგებტ ტქვე ფულის მონებო
bajo
08 ოქტომბერი 2017 09:30
1
მარტო ამ სიტყვებისთვისაა გასაშვები. ე.ი. სულ ამით გაიმართლებს თავს... მაშინ რა აზრი აქვს მის მწვრთნელობას? ამისთვის არ შეიძლება კონტრაქტის გაგრძელება.
geo
08 ოქტომბერი 2017 08:49
1
midi saqartvelo serbebtan ar unda cavagot unda movigot es calian kargi iqneba mtvaria ar davnebet mogebit agar unda movigot momentra gamarjveba.
kaxa
08 ოქტომბერი 2017 08:27
3
არ ვეთანხმები ამ ეტაპზე ჩამოყვანილ მწვრთნელებს არც ნაკრებში და არც კლუბებში. ფაქტი სახეზეა რაც ხდება და ჯიუტად არ ვაგრძელებთ ისევ. მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელების მიყვანა აუცილებელია რომ გაიზარდნონ ამ მიმართულების სპეციალისტები.ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენს ქვეყანას მენტალიტეტს ხასიათს და ნიჭს მორგებული საფეხბურთო პროგრამა!!!!
Dragonfly
08 ოქტომბერი 2017 08:05
1
მე მესმის ხალხის გულის ტკივილი და მართლებიც არიან ჩვენ განა უნდა დავდგეთ და თავები ვიმართლოთ განა უნდა ვიფიქროთ რომ მაინც არაფერი გვეშველება და დინებას მივყვეთ დღეს ასათი ხალხითაა სავსე ფეხბურთი და ყველას უნდა დავემშვიდობოთ მოვიყვანოთ ის ხალხი ვინც საქმეს გააკეთებს და მომავლის სჯერავს!!!
Dragonfly
08 ოქტომბერი 2017 07:57
1
სხვა არც ერთ საფეხბურთო კლუბს არა ააქვს ნორმალური სავარჯიშო პირობა და მინდორი არც ერთ სხვა საფეხბურთო სკოლას და კიდევ კარგ დღეში ვართ. თუ გვინდა რომ ფეხბურთი წინ წავიდეს საფეხბურთო ბუმი უნდა დაიწყოს ქვეყანაში 3-4 წელი დაჭირდება პარარელურად რომ მოეწყოს კარგი იმფრასტრუქტურა და 3-4 წელიწადსი უკვე ვიგრძნობთ შედაგს თუ არ დავიწყეთ ვერასდროს მივაღწევთ და აგერ უკვე 27 წელი გავიდა და რას ველოდებით არ ვიცი ამ პერიოდში ისეთი ქვეყნები განვითარდნენ რომლებიც საფეხბურთო რუქაზე არც იყვნენ
Dragonfly
08 ოქტომბერი 2017 07:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული