ვლადიმერ გამყრელიძემ სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ფინალში ნეიტრალური გუნდის წევრ ახმედ უსმანოვთან 1:4 დამარცხდა.

გამყრელიძემ გადამწყვეტ ბრძოლამდე ალანს ამიროვსკის (ლატვია), ბოლატ საკაევს (ყაზახეთი) და ვასილ მიხაილოვს (უკრაინა) სძლია.

მან სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თურქ ფეიზულა აკთურქთან დამარცხდა.

გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მაგომედჰან მაგომედოვთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა (+125 კგ) ვერცხლის, ხოლო შოთა ფარტენაძემ (61 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული