პეტრიაშვილი ფინალში აკგულთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაგრებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში თურქ ტაჰა აკგულთან 4:9 დამარცხდა.

სამწუხაროდ, 29 წლის პეტრიაშვილმა შარშან ევროპირველობის ფინალში აკგულთან მარცხისთვის რევანშის აღება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში აზამატ ხოსონოვს (საბერძნეთი) 12:2, ნახევარფინალში კი დანიელ ლიგეტის (უნგრეთი) 7:4 სძლია.

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

ტურნირზე ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, ხოლო ედემი ბოლქვაძემ (65 კგ), შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74
კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეშვილდიშვილი ბევრად ჯობდა გენოს,მაგრამ უპატრონობით დაიჩაგრა.5 წლის განმავლობაში არ მიჰყავდათ ნაკრებში მარტო გენოს სპარინგ პარტნიორი იყო ...5 წლის მერე აზერბაიჯანში გადავიდა და შედეგიც ვნახეთ? ტაჰას უფრო მეშვილდიშვილთან გაუჭირდა ვიდე გენოსთან.
არასდროს ყოფილა გენო ჭკუით მოჭიდავე ძალაზე იყო მისი ჭიდაობა და მეშვილდიშვილი ბევრად ჭკვიანურად ჭიდაობს
აბდულაი
10:26 20-04-2023
3
მე ამას აღარ ვგულშემატკივრობ,ტაჰას ბულკია.ასეთი მონაცემების მქონე და ასეთი უჟილკო მეორე არ ვიცი
ბაბუაწვერა
07:11 20-04-2023
4

სიახლეები პოპულარული