NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ 2016-17 წლების სეზონის პირველი კვირის ლაურეატები დაასახელა.

კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა "ედმონტონ ოილერზის" კაპიტანი კონორ მაკდევიდი. 19 წლის ფორვარდმა, რომელიც მეორე სეზონს ატარებს NHL-ში, სამ მატჩში მოასწრო თამაში და 6 ქულა (3 გოლი+3 შედეგიანი პასი) დააგროვა.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ტორონტოს" ფორვარდმა ოსტონ მეტიუსმა. ამერიკელმა თავის სადებიუტო მატჩში "ოტავას" წინააღმდეგ, ოთხი გოლი გაიტანა. 2016 წლის დრაფტის პირველი ნომერი გახდა პირველი ახალბედა ლიგის ისტორიაში, ვინც კარიერის პირველ მატჩში ოთხი შაიბა შეაგდო.

კვირის მესამე ვარსკვლავია "ფლორიდა პანტერზის" მეკარე რობერტო
ლუონგო. მან თავის გუნდს ორიდან ორ მატჩში მოაგებინა, საშუალოდ 0.98 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 95.7 პროცენტი მოიგერია. 36 წლის მეკარემ გასულ კვირას კარიერაში 438-ე მატჩი მოიგო, ლეგენდარულ ჟაკ პლანტს გაუსწრო და ყველა დროის სიაში მეექვსე ადგილზე გადავიდა.

რეინჯერსი-სან ხოსე 7:4
1:1, 2:0, 4:3
გოლები: 1:0 მ. სტაალი-1 (სტეპანი-1, ცუკარელო-1), 1:1 კუტური-2 (პაველსკი-2, ჯ. ტორნტონი-2), 2:1 რიკ ნეში-1 (მაკდონაჰი-1, კრაიდერი-3), 3:1 კრაიდერი-3 (მაკდონაჰი-2, რაანტა-1), 3:2 ბერნსი-2 (პაველსკი-3, პ. მარტინი-1), 4:2 ჰეიესი-1 (ფასტი-2, ჯ-ტ. მილერი-1), 5:2 ვესეი-1 (სტეპანი-2, ცუკარელო-2), 5:3 ბერნსი-3 (პაველსკი-4), 5:4 პაველსკი-1 (ბერნსი-3, ჰერტლი-1), 6:4 ცუკარელო-2, 7:4 გრაბნერი-2.

პიტსბურგი-კოლორადო 3:4 (ო)
2:2, 0:0, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 კესელი-2 (ლეტანგი-2, ბონინო-1), 2:0 კულენი-1 (კუნიტცი-2, შირი-2), 2:1 იგინლა-1 (მაკინონი-2, ბერი-2), 2:2 ვირჩიოკი-1 (რ. ბურკი-1, ტიუტინი-1), 3:2 დელეი-1 (კულენი-2, შულცი-1), 3:3 ლანდესკოგი-1 (გრიგორენკო-2, ე. ჯონსონი-2), 3:4 ლანდესკოგი-2 (მაკინონი-3, ე. ჯონსონი-3).

დეტროიტი-ოტავა 5:1
3:0, 0:1, 2:0
გოლები: 1:0 მაიკ გრინი-1 (ვანეკი-1, ნიკუისტი-3), 2:0 ჰელმი-2 (ზეტერბერგი-2, უელეტი-1), 3:0 მაიკ გრინი-2 (ტატარი-1, ვანეკი-2), 3:1 ძინგელი-2 (ე. კარლსონი-4), 4:1 მაიკ გრინი-3 (გლენდენინგი-1, შიჰენი-1), 5:1 ჰელმი-3 (ვანეკი-3).

ვინიპეგი-ბოსტონი 1:4
1:1, 0:1, 0:2
გოლები: 1:0 ველერი-3 (ბურმისტროვი-1), 1:1 დ. მური-1 (შალერი-1, აჩიარი-1), 1:2 პასტრნაკი-4 (მარშანი-5, რასკი-1), 1:3 კარლო-1, 1:4 ხარა-1 (რასკი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული